ალბერტ აინშტაინის ხედვები…
“შეიძლებოდა თუ არა უფალი ღმერთის დადანაშაულება არათანმიმდევრულობაში,მას რომ გვერდი აევლო ფიზიკური სამყაროს ჰარმონიზების თქვენს მიერ მიგნებული შესაძლებლობებისათვის? მე ვფიქრობ,რომ – არა.იმ შემთხვევაში, (ავტორი გენია.ჯი) მას რომ სამყარო თქვენს მიხედვით შეექმნა,აუცილებლად მოვიდოდა ვაილ II,რათა მას,აღშფოთებულს,უფალი დაემუნათებინა: “საყვარელო ღმერთო,თუ უკვე შენივე გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა უსასრულოდ მცირე მყარი სხეულების იგივეობისათვის ობიექტური საზრისის მინიჭებას… რატომ არ თქვი უარი,შეუცნობელო,რომ კუთხისთვის თვისება შეგენარჩუნებინა?
როდესაც ალბერტ აინშტაინი თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში ფარდობითობის თეორიაზე ლაპარაკობს,აუცილებლობის ძალით ეხება ისააკ ნიუტონის სისტემის სირთულეებსაც.ამ დროს ის წყვეტს თხრობას და უშუალოდ ისააკ ნიუტონს მიმართავს:
“საკმარისია.მაპატიე,ნიუტონ; შენ ის ერთადერთი გზა მონახე,რომლის მონახვაც შენს დროში უდიდესი სააზროვნო და გამომსახველობითი ძალით შეიარაღებულ ადამიანს შეეძლო. (ავტორი გენია.ჯი) ცნებები,რომლებიც შენ შექმენი,დღესაც წამყვანია ჩვენს ფიზიკურ აზროვნებაში,მიუხედავად იმისა,რომ ჩვენ უკვე ვიცით, – ისინი სხვა,უშუალო გამოცდილების სფეროდან შორს მყოფი ცნებებით უნდა შეიცვალოს,თუ ჩვენ ურთიერთკავშირთა უფრო ღრმად გაგებას ვესწრაფვით”… (ავტორი გენია.ჯი)
გენიალური ფიზიკოსი და მეცნიერი ალბერტ აინშტაინი მიუხედავად თავისი ურთულესად განვლილი ცხოვრებისა,წერდა:
“მე ბედის მადლიერი ვარ სიცოცხლის დაძაბული შინაარსისთვის,რომელიც ყოფიერებას საზრისით აღსავსეს წარმოაჩენს”.
“ულამაზესი,რისი განცდაც ჩვენ შეგვიძლია,იდუმალებაა.ეს ჩვენი ძირითადი განცდაა,რომელიც ნამდვილი ხელოვნებისა და მეცნიერების თაუწყაროა”… (ავტორი გენია.ჯი)