სოკრატეს ფილოსოფიის შესახებ…
სოკრატე (ძვ.წ.აღ-ით 470-399 წლები) – განეკუთვნება იმ ლეგენდარულ პიროვნებათა რიცხვს, რომელთაც არაფერი დაუწერიათ და მაინც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს.იგი ათენის ქუჩებში საუბრობდა ზნეობის პრობლემებზე.ზოგი მისი მოწაფეთაგანი იწერდა მის ამ საუბრებს.სოკრატეს ამ თავისებური ფილოსოფოსობის გამო ციცერონი ამბობდა,რომ “სოკრატემ ფილოსოფია ციდან დედამიწაზე ჩამოიყვანა,შემოიყვანა ის ქოხმახებში და ადამიანის ყოველდღიურობაში”. (ავტორი გენია.ჯი) დიოგენე ლაერტი წერდა,რომ “სოკრატემ ფილოსოფია ბაზარში გამოიტანა”.ორივეგან სწორადაა ხაზგასმული სოკრატეს თავისებურება – სოკრატეს გარეგანი ქვეყნიერების შესწავლა ნაკლებად აინტერესებდა.იგი ცდილობდა ადამიანთა ცხოვრების ძირეული პრინციპების შემეცნებას და დადგენას.ამიტომაა იგი ძველი ბერძნული ფილოსოფიის ანთროპოლოგიური პერიოდის ტიპიური წარმომადგენელი.მისი ეს ადგილი კარგად სჩანს მისივე ერთ-ერთ მთავარ პრინციპში: “შეიცან თავი შენი”!
ეს პრინციპი დელგოსის ტაძრის ფრონტონს ამშვენებდა.მაგრამ აქ პრინციპული სხვაობაა (“დელგოსური” ინტერპრეტაციით ეს სიტყვები ადამიანს მოაგონებდნენ მის სხვაობას უკვდავთა მოდგმისაგან და ზომიერებისაკენ მოწოდებას შეიცავდნენ).სოკრატისეული ინტერპრეტაციით კი ის ადამიანებს თავისი სიდიადის,ღვთაებრიობის გახსენებისაკენ მოუწოდებდა. (ავტორი გენია.ჯი) რაკი სოკრატეს ადამიანთა ზნეობრივი გაჯანსაღება და სრულყოფა აინტერესებდა,საამისო იარაღად მას ფილოსოფია მიაჩნდა.სოკრატეს მრწამსი გახლდათ – “სიქველე ცოდნაა”.თავდაპირველად სოკრატე მამის ხელობას მისდევდა და ქანდაკებებს აკეთებდა,თუმცა ადრეული ასაკიდანვე ჩაება ათენის ცხოვრების ფერხულში.მიუხედავად იმისა,რომ მას არაფერი დაუწერია,მისი ფილოსოფიური მოძღვრების გასაცნობად სამი უმთავრესი წყარო არსებობს და ესენია: 1. ქსენოფონტის “სოკრატისეული თხზულებები”. 2. პლატონის დიალოგები და 3. არისტოტელე. (ავტორი გენია.ჯი)