დიმიტრი მენდელეევი – “ეპიზოდი”
ცნობილი რუსი ქიმიკოსის და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ვერსიის ავტორის,რომელმაც პირველმა იწინასწარმეტყველა და განსჭვრიტა ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ელემენტთა მნიშვნელობები - დიმიტრი მენდელეევის (1834-1907 წლები),შესახებ დადიოდა ლეგენდები,რომ მან “ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ცხრილი” სიზმარში იხილა.ერთ-ერთ ინტერვიუში მას ამის შესახებ დაუსვეს შეკითხვა, (ავტორი გენია.ჯი) რაზეც გაოცებულმა მენდელეევმა გასცა პასუხი:
“მე მასზე,შეიძლება ითქვას ოცი წლის მანძილზე ვმუშაობდი,მთელი ჩემი შესაძლებლობები გამოვიყენე მის შესაქმნელად და ნუთუ შესაძლოა ადამიანმა იფიქროს ის,რომ – მე მეძინა და უცებ… ყველაფერი მზად იყო?… რაღა თქმა უნდა ეს არ გახლავთ სიმართლე. (ავტორი გენია.ჯი)