ჟიულ გაბრიელ ვერნი – “ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მწერლის,კლასიკური სათავგადასავლო ლიტერატორის და მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებლის - ჟიულ გაბრიელ ვერნის (1828-1905 წლები) შესანიშნავი ქმნილებები,ყველაზე “თარგმნადი” ნაწარმოებებია მსოფლიოში.“გაერთიანებული ერების ორგანიზაციის “განათლების,მეცნიერებისა და კულტურის განყოფილებამ,რომელიც ყველასათვის ცნობილია, (ავტორი გენია.ჯი) როგორც “იუნესკო”,ოფიციალურად განაცხადა,რომ ჟიულ ვერნის ნაწარმოებები,სულ 148 ენაზეა თარგმნილი და გამოცემული.შესაბამისად ჟიულ ვერნის ნაწარმოებები აღიარა კიდეც ყველაზე თარგმნად ნაწარმოებებად მსოფლიოში (აქ მხედველობაში არ მიიღება ერთეული ნაწარმოებები მწერლებისა,ეს გახლავთ საერთო მოცულობითი ნაწარმოებების ერთობლიობითი თარგმნა).მიუხედავად იმისა,რომ მწერალს არ აკლდა არც პატივი,არც სახელი და არ განიცდიდა სოციალურ პრობლემებს,მაინც გადაწყვიტა გარიდებოდა ყოველივეს და საცხოვრებლად გადასულიყო წყნარ და მშვიდ ადგილას.ასეთ ადგილად კი ამიენის პროვინცია აირჩია.დილით იღვიძებდა 5 საათზე და საღამოს 7 საათამდე შემოქმედებითად მუშაობდა.შესვენების დროს კი ჩაისა და ორცხობილას მიირთმევდა.მას ჰყავდა შესანიშნავი მეუღლე,რომელიც ჟიულ ვერნის სამუშაო პირობებისათვის ყოველნაირ კომფორტს უქმნიდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ სიკვდილის წინ ცოტა ხნით ადრე ჟიულ ვერნი “კატარაქტის” შედეგად დაბრმავდა,მიუხედავად ამისა მწერალს ერთი წუთითაც არ შეუჩერებია მისი შემოქმედებითი საქმიანობა და მეუღლეს კარნახით აწერინებდა მის ნაწარმოებებს.ჟიულ ვერნის გარდაცვალების შემდგომ (გარდაიცვალა შაქრის დიაბეტის შედეგად 1905 წლის 24 მარტს),მწერალს დარჩა კართოტეკა,რომელიც შედგებოდა 20,000 რვეულისაგან,რომლებიც მოიცავდა აბსოლუტურად ყველა ცნებას ადამიანის აზროვნებისა.აღსანიშნავია,რომ ჟიულ ვერნის კალამს ეკუთვნის 63 რომანი,20 მოთხრობა და ათეულობით პიესა.იგი გახლდათ დიდი ფრანგული აკადემიის ჯილდოს მფლობელი და შეყვანილ იქნა ეგრეთწოდებულ “უკვდავ” ფრანგ მწერალთა ნუსხაში. (ავტორი გენია.ჯი)