მეფე არჩილი
არჩილი (მეფობდა VIII საუკუნეში) ძე იყო ქართლის ერისმთავარის სტეფანოზ III-ისა.ჯუანშერის მატიანეში იგი მოხსენიებულია მეფედ და იმავე მატიანეში მის საბრძანებელში შედიოდა ეგრისი,ხოლო აფხაზეთის ერისმთავარი ლეონ I მისი ყმადნაფიცი იყო.ღირსეულ ქართველ მეფეთაგან ზოგნი ან ბრძოლის ველზე იღუპებოდნენ,ან მოძალადენი სახელმწიფოსა და რჯულის ერთგულებისათვის თავს ჰკვეთდნენ, წამებით ხდიდნენ სულს. (ავტორი გენია.ჯი) ერთი ამათგანი გახლდათ VIII საუკუნის წმინდა მოწამე არჩილ მეფე.სტეფანოზის (არჩილის მამა) დროს საქართველოს შემოესია და განუკითხავად თარეშობდა (735-736 წლებში) არაბი სარდალი მურვან ყრუ (საქართველოს დაუძინებელი მტერი),რომელსაც სახელი ქართველებმა თავად შეარქვეს,რადგან სასტიკი,დაუნდობელი და შეუსმინარი იყო,სწორედ მან აწამა და დახოცა დიდი ქართველი მამულიშვილები არგვეთის ერისთავები – დავითი და კონსტანტინე,რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს და ქრისტიანობას.სტეფანოზი ურიცხვ მტერს ვერ გაუმკლავდა,იძულებული გახდა,დასავლეთ საქართველოში გადასულიყო და ციხე-გოჯში დამკვიდრებულიყო.თნა სტეფანოზს ახლდა თავისი შვილები – არჩილი და მირი.სტეფანოზი ციხე-გოჯში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს შვილებმა.სამეფო ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი მირი.აღმოსავლეთ საქართველოს მოოხების შემდეგ მურვან ყრუ დასავლეთ საქართველოში გადავიდა,აიღო ციხე-გოჯიც და ძმები აფხაზეთში გაიხიზნენ.აქ,ციხე-ქალაქ ანაკოფიასთან (დღევანდელი ახალი ათონის რაიონი) შეებნენ ძმები არაბებს,”მინდობითა ღმრთისაითა და შეწევნითა ყოვლადწმიდის ღვთისმშობლისაითა” ისინი დაამარცხეს და უკუაქციეს. (ავტორი გენია.ჯი) თავლაფდასხმული არაბები ისევ ციხე-გოჯში დაბრუნდნენ და დაბანაკდნენ,მაგრამ სტიქია დააცხრა მათ: წამოვიდა კიკოსპირული წვიმა და ადიდებულმა მდინარეებმა – ცხენისწყალმა და აბაშისწყალმა – არაბთა ბანაკი წალეკა.მურვან ყრუმ გადარჩენილი მხედრობით გურია,აჭარა და სპერი იავარჰყო.მემატიანემ ეს უბედურება ასე აღწერა : “ოხერ და უვალჰყო ყოველ ქუეყანა ზღვის პირისა”.ანაკოფიის ბრძოლაში მირი დაიჭრა,დასნეულდა და გარდაიცვალა.სამეფო ტახტზე არჩილი ავიდა.არჩილმა შემდგომ მამის ნეშტი ციხე-გოჯიდან ქუთაისში წამოასვენა და დაკრძალა,ხოლო ძმა კი მცხეთაში მიაბარა მიწას.სატახტო ქალაქად არჩილმა ქუთაისი გაიხადა.მან თორმეტი წელი დაჰყო დასავლეთში და თავი სრულიად საქართველოს მეფედ მიაჩნდა.ამ ხნის მანძილზე შეკრა საქართველო.შემოიერთა კახეი,მთიანეთი,ეგრისი,აფხაზეთი,სამცხე-საათაბაგო.გადავიდა ქართლში,სადაც დიდი აღმშენებლობითი საქმიანობა გააჩაღა.კახეთ-ჰერეთშიც უამრავი ციხე და ეკლესია-მონასტერი ააგო. (ავტორი გენია.ჯი) ყოველთვის მიუხედავად,ქართლი ჯერჯერობით მაინც არაბთა მოხარკე ქვეყნად რჩებოდა,თბილისში კი კვლავ არაბთა ამირა იჯდა.ასე იყო თუ ისე,ქვეყანა თითქოს წელში გაიმართა,ერთხანს მშვიდობა დამყარდა,შეწყდა არაბთა თარეშიც.მაგრამ მალევე კვლავ გამოჩნდნენ არაბები ახალი სარდლის ჭიჭნაუმ ასიმის მეთაურობით.მან მოარბია ქართლი და კახეთისკენ დაიძრა.არჩილმა დაინახა,რომ ქვეყანას დიდი უბედურება მოადგა.მტერი ძლიერი და ურიცხვი იყო,იგი მთელ საქართველოს აიკლებდა და ხალხსაც გაანადგურებდა.ამიტომ გადაწყვიტა,ჭიჭმაუმთან სამშვიდობო მოლაპარაკება გაემართა: “განიზრახა… მივიდეს და ნახოს და ითხოვოს მისგან მშვიდობა ქუეყნისა და დაცვა შეურყევლად ეკლესიასათა” (მემატიანე).არჩილმა კარგად იცოდა,რომ ჭიჭმაუმთან სტუმრობა მისთვის საბედისწერო იქნებოდა.თუმცა არჩილმა ქვეყნის დაქცევას თავის გაწირვა ამჯობინა.ჭიჭნაუმმა არჩილი დიდი პატივით მიიღო,დაუყვავა,რამდენიმე დღის შემდეგ კი მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა.არჩილმა მტკიცე უარი განუცხადა.რაკი ასიმმა ვერაფრით შეძლო არჩილის დაყოლიება,ბრძანა საპყრობილეში ჩაეგდოთ იგი.არჩილი ტანადი,ახოვანი,მშვენიერი ვაჟკაცი იყო და ასიმს ჯერჯერობით დაენანა მისი მოკვლა.ამის შემდგომ ასიმს გამაჰმადიანებული სომეხი ეახლა,რომლის ბიძა თურმე წინაპრებს მოეკლათ,არჩილის ბაბუას ადარნასეს კი მკვლელები არ დაესაჯა.მან შურისძიების დრო იხელთა და ჯავრი შვილიშვილზე ამოიყარა.ასიმს მოახსენა: ეს დიდი მეფე ვახტანგის ჩამომავალია,იცის სად დაფლა მამამისმა სტეფანოზმა ქართლის სამეფო განძი,აგრეთვე ბერძენთა მეფის მიერ დაფლული განძის სამყოფელიო. (ავტორი გენია.ჯი) ასიმმა დაუჯერა მას და საპყრობილიდან ამოაყვანინა არჩილი.როდესაც არჩილი წინ წარუდგა ასიმს,ასიმმა უთხრა: სამეფოსაც დაგიტოვებ,საგანძურიც შენი იყოს,ოღონდ ბერძენთა მეფის საგანძურის ადგილი მაჩვენე და მაჰმადის რჯულზე მოიქეციო.არჩილმა კი მიუგო: ის ციხე,სადაც საგანძური დაფლა მამაჩემმა,ახლა ბერძნების ხელშია,ხოლო საბერძნეთის მეფემ რომ ჩვენს ქვეყანაზე გაიარა,მაშინ პატარა ვიყავი და მისი საგანძურის შესახებ არაფერი ვიციო,ქრისტეს კი არ უარვყოფ არავითარი ამქვეყნიური სიმდიდრისა და სიამის გამოო.გაბრაზებულმა და განრისხებულმა ასიმმა არ ჩილს ჰკითხა: “შენ უკუე იყავ დაცემასა მას სარკინოზთასა აფხაზეთს შინა? (ესეიგი – შენ იყავი აფხაზეთში და მონაწილეობდი ანაკოფიასთან არაბების დაძახებაშიო? არჩილმა მიუგო: “მე ვიყავ მაშინ,რაჟამსდასცნა იგინი ღმერთმან… მან უკუე დასცნა და დაამდაბლა იგინი”.
ჭიჭნაუმ ასიმმა რომ ვერაფრით შეძლო არჩილის გადმობირება,ბრძანა არჩილი მოეკვდინებინათ.ბრძანება კი არაბებმა სისრულეში მოიყვანეს 774 წლის 20 მარტს,მაშინ როდესა სატიკად ნაწამებ არჩილ მეფეს თავი მოჰკვეთეს.რამდენიმე ხნის შემდეგ ქართველებმა წამებული მეფის ცხედარი ღამით ჩუმად წამოასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს კახეთში მის მიერვე აგებულ ნოტკორის ეკლესიაში.ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ არჩილ მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 21 (4.07) ივნისი დაადგინა. (ავტორი გენია.ჯი)