“მთვარის ტაძარი”

“მთვარის ტაძარი” - ადგილობრივები მოიხსენიებდნენ ასევე,როგორც “მთვარის უაკა”.იგი გახლდათ ტაძრის ნაგებობა ლა-ლიბერტადის რეგიონში,პერუს ჩრდილო-აღმოსავლეთით და განეკუთვნებოდა ერთ-ერთი უძველესი მოჩეს კულტურის ნაგებობას (მოჩეს კულტურა კოლუბამდელი კულტურა გახლდათ I საუკუნიდან VIII საუკუნის ჩათვლით).მთვარის ტაძრის ნაშთების გვერდით აღმართული გახლდათ “მზის ტაძარი”,რომელიც ასევე მოჩეს კულტურას განეკუთვნება.ამ ორ ტაძარს შორის კი განლაგებული იყო ქალაქი. (ავტორი გენია.ჯი) “მთვარის ტაძარი” წარმოადგენდა საკულტო ნაგებობას,სადაც იმართებოდა რელიგიური ცერემონიები და რელიგიურ ცენტრსაც კი წარმოადგენდა მოჩეს ხალხისა.აღსანიშნავია,რომ აღნიშნული ტაძარი იმ იშვიათ ტაძართა რიგს განეკუთვნება კოლუბამდელი კულტურისა,სადაც შემორჩა შესანიშნავად ნაგები კედლები და ფრესკები,მიუხედავად იმისა,რომ ტაძარი არაერთხელ გაიძარცვა და დაზიანებულ იქნა კედლის მხატვრობები.მისი სიმაღლე 21 მეტრი გახლდათ.მის მაღალ პლატფორმაზე განლაგებული იყო,რამოდენიმე დარბაზი,რომლის კედლებიც “შემკობილი” გახლდათ ადამიანთა ფიგურებით.აქვე გახლდათ “საკურთხეველი”,სადაც ისინი მსხვერპლად ადამიანებს სწირავდნენ.”მთვარის ტაძრის” კედლის მხატვრობაში გამოყენებულია ხუთი ფერის მინერალური საღებავი (თეთრი,შავი,წითელი,ლურჯი და ყავისფერი).ადამიანთა ფიგურების გარდა,რომელთაც ერთმანეთზე ხელი აქვთ ჩაკიდებული,გამოსახულია მოჩების ღვთაება აი-აპაეკის გამოსახულებაც. (ავტორი გენია.ჯი) ტაძარს გააჩნდა დიდი კარები და მოედანი,რომელთა ასაკი 1500 წელიწადზე დიდი ხნისაა.ტაძრის ფასადზე გამოსახულია რამდენიმე ღვთაება და ასევე სხვადასხვა ცხოველისა თუ ფრინველის გამოსახულებები (კონდორის თავი,უზარმაზარი კიბორჩხალები საცერემონიო დანებით,გველები და მელიები).მოჩეს კულტურის ხალხისათვის “მთვარის ტაძარი” ერთგვარ რელიგიურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა,სადაც მსხვერპლთშეწირვის გარდა მრავალი ადგილობრივი რელიგიური ცერემონიები იმართებოდა.დღესდღეობით კი “მთვარის ტაძარი” ისტორიკოსების,არქეოლოგების და მეცნიერებისათვის უდიდესი ინტერესის მატარებელ შესანიშნავ ისტორიულ ნაგებობას წარმოადგენს,ტურისტებისათვის კი ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. (ავტორი გენია.ჯი)