“მეგარული სკოლა”

“მეგარული სკოლა” - გახლდათ ერთ-ერთი სახელგანთქმული სოკრატისეული-ფილოსოფიური სკოლა ძველი საბერძნეთისა,რომელიც დააფუძნა დიდმა ძველბერძენმა ფილოსოფოსმა – ევკლიდე მეგარელმა ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში.სკოლაში მიმდინარეობდა სწავლება სოკრატეს იდეების,ელეატური სკოლის ხედვების და ზოგადად სოფისტების მიმდევრებისა.ამიტომ,სკოლაში განათლება მიღებულ ადამიანებს,სკოლის სახელიდან გამომდინარე “მეგარიკებს” უწოდებდნენ.უმთავრესი ინტერესი მეგარიკების სწავლისა გახლდათ მიმართული კითხვების – ლოგიკის,ხელოვნების,სიტყვიერი პაექრობისა და ევრისტიკის შესახებ.სოკრატისეული ეთიკას ისინი აკავშირებდნენ ელეატური სკოლის სწავლებებთან. (ავტორი გენია.ჯი) მეგარული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ – ძველბერძენი ფილოსოფოს-იდეალისტი ევბულიდე მილეტელი (ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნე),დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი დიოდორე დიალექტიკი (ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნე) და სხვა ფილოსოფოსები.ამ სკოლამ მრავალ ტენდენციას ჩაუყარა საფუძველი სოფიზმის ფილოსოფიურ ხედვებში.მეგარულმა სკოლამ უდიდესი გავლენა იქონია არა მარტო იმ დროინდელ ფილოსოფოსთა ხედვებზე,არამედ სხვა მომდევნო თაობების ფილოსოფიურ ხედვებზეც და ერთ-ერთ წარმატებულ საგანმანათლებლო სკოლას წარმოადგენდა სხვა ადრეულ ფილოსოფიურ სკოლებთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი)