ლუციუს ანიუს სენეკა “უმცროსი”-ს შესახებ…
გენიალური რომაელი ფილოსოფოსი,სახელმწიფო მოღვაწე,სტოიციზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი და პოეტი,რომელმაც აღზარდა რომის მომავალი იმპერატორი ნერონი - ლუციუს ანიუს სენეკა “უმცროსი” (4-65 წლები) დაიბადა ესპანეთის ქალაქ კორდობაში.მისი ცხოვრება საკმაოდ მშფოთვარე და წინააღმდეგობრივი მოვლენებით გახლდათ დახუნძლული.მიუხედავად იმისა,რომ იგი ქადაგებდა სიღარიბის შესახებ,თავად საკმაოდ მდიდრულ პირობებში ცხოვრობდა.სენეკას მიერ დაწერილი პროზაული ნაწარმოებები 12 მცირე ზომის ფილოსოფიური წიგნისაგან (ტრაქტატებისაგან) შედგებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ასევე იგი ავტორია უამრავი რაოდენობის წერილებისა,რომლებიც გამოირჩეოდნენ “მორალური თემების” ფართო განვრცობით.მაგალითად მის მიერ მიწერილი წერილი უმცროსი მეგობრისადმი ფილოსოფოსს – ლუცილიუსისადმი,გახლავთ ვირტუოზული სიტყვის ოსტატურად შესრულებული შესანიშნავი ნიმუში “მორალური თემისა”.მიუხედავად ამისა სენეკას ფილოსოფიურ ხედვებს საკმაოდ ბევრი ოპონენტი ჰყავდა,რომლებიც მის მსჯელობებს იაფფასიან,არაფრისმთქმელ და უგემოვნო სიტყვებად მიიჩნევდნენ. თუმცა სენეკა ყოველთვის ამბობდა,რომ მისთვის როგორც ფილოსოფოსისათვის “სიტყვა” თავისთავად ბევრს არაფერს წარმოადგენდა,მაგრამ მნიშვნელოვანი საშუალება გახლდათ იმისათვის,რომ მოეხდინა საჭირო შთაბეჭდილება მსმენელის სულზე და მხედველობაზე,ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ და მიიჩნევდა რომ მისი ქადაგებები ამისათვის საკმაოდ კარგ საშუალებას წარმოადგენდა.ფილოსოფიური პროზის გარდა დღევანდელობამდე შემორჩა მის მიერ დაწერილი ცხრა ტრაგედია: “აგამემნონი”,”მედეა”,”შეშლილი ჰერკულესი”,”ოიდიპოსი” და სხვა.მისი ტრაგედიები,უფრო გათვლილი იყო წასაკითხად, ვიდრე სცენებზე დასადგმელად,ამიტომ მიიჩნევენ სენეკას არა დრამატურგად არამედ ფილოსოფოსად. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია სენეკას ხედვებმა და მისმა ნაწარემოებებმა უდიდესი გავლენა იქონია შემდგომი თაობების სხვადსხვა ხელოვანების თუ ფილოსოფოსების შემოქმედებებზე.მაგალითად ფრანგი დრამატურგი და “ფრანგული ტრაგედიის მამად” მიჩნეული – პიერ კორნელი (1606-1684 წლები),სწორედ სენეკას ნაწარმოების გავლენით წერს,ცნობილ ტრაგედიებს “ოიდიპოსი” და “მედეა”.სენეკა,მიუხედავად უდიდესი წვლილისა და დამსახურებისა ნერონის წინაშე,თავად მისი აღზრდილის ბრძანების საფუძველზე სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს 65 წელს,რათა თავი აარიდოს უცილობელ სიკვდილით დასჯას.სენეკასთან ერთად თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს მისი მეუღლეც პაულუნა (რომელსაც ამ გადაწყვეტილებაში თავდაპირველად დიდი წინააღმდეგობა გაუწია სენეკამ,თუმცა ვერაფერს გახდა),რომელმაც ხმლით განიგმირა თავი.სიკვდილის წინ სენეკამ პაულინას ამ სიტყვებით მიმართა: “მე მოგეცი ნუგეში,რომელსაც ცხოვრება თავად მოგცემდა,თუმცა შენ სიკვდილს არჩევ.ამიტომ მე წინააღმდეგობას აღარ გაგიწევ.მოვკვდებით ერთად,ერთნაირი გამბედაობით.თუმცა შენ გამბედაობის გარდა დიდი დიდებითაც”. (ავტორი გენია.ჯი)