ფორორაკოსი

ფორორაკოსი - გადაშენებული ფრინველთა სახეობა ფორორაკოსებრთა ოჯახისა,რომელსაც მოიხსენიებენ როგორც “საშინელ ფრინველს”.ისინი ბინადრობდნენ მიოცენის პერსიოდში (დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის ერთ-ერთი დიდი მონაკვეთი,რომელიც დაიწყო 23 მილიონი წლის წინად და დასრულდა დაახლოებით 5 მილიონ 332 ათასი წლის უკან).ისინი ბინადრობდნენ და გავრცელებული იყვნენ ძირითადად სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე და წარმოადგენდნენ ერთადერთ სახეობას Phorusrhacos Longissimus-ისა. (ავტორი გენია.ჯი) ფორორაკოსები ეწეოდნენ მტაცებლური ცხოვრების წესს,იკვებებოდნენ ხორცითა და ლეშით.სიმაღლით 2,5 მეტრამდე იყვნენ,ხოლო წონით 300 კილოგრამამდე.ჰქონდათ მასიური ფეხები,რომელთა სიმაღლე ხშირ შემთხვევებში 1,8 მეტრამდე იყო,რაც მათ გადაადგილებასა და სწრაფად მოძრაობაში დიდ დახმარებას უწევდა. (ავტორი გენია.ჯი) გააჩნდათ მცირე ზომის ფრთები,რომელიც სწრაფად სირბილის დროს სტროფირდებოდა.ასევე მათ ნადირობაში დიდ დახმარებას უწევდათ მასიური (ძლიერი) ნისკარტი.სულ ცოტა ხნის წინად ლოს-ანჯელესის “ბუნების ისტორიის მუზეუმის” სპეციალისტებმა აღწერეს და შეისწავლეს “ფორორაკოსის” ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავის ქალა (რომელიც დღემდე აღმოუჩენიათ),მისი სიგრძე 716 მილიმეტრი სიგრძისაა.სხვა ნაშტები ამ უცნაური ფრინველისა აღმოჩენილ იქნა ფლორიდის შტატში 1998 წელს და როგორც მეცნიერები ამბობენ,ეს ჯიში გადაშენებულ იქნა დაახლოებით 10,000 წლის წინად,რაც ნიშნავს,იმას რომ ადამიანთა მოდგმამ (ინდიელებმა) ეს ფრინველი იხილა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)