ხოსე პლასიდო დომინგო ემბილი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი საოპერო მომღერალი (ტენორი) - ხოსე პლასინგო დომინგო ემბილი 1991 წლის 30 ივლისს,პუბლიკის წინაშე წარსდგა ავსტრიის დედაქალაქ ვენის საოპერო სცენაზე,სადაც მან წარმოადგინა დიდი იტალიელი კომპოზიტორის ჯუზეპე ვერდის (1813-1901 წლები) მიერ 1887 წელს დაწერილი დიდებული ოპერა -”ოტელო”.ოტელოს მთავარი როლი კი სწორედ პლასინგო დომინგომ ითამაშა გენიალურად.საოპერო წარმოდგენის შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ ოვაციებისა და აპლოდისმენტებისას ტენორი სცენაზე ზუსტად 101-ჯერ გამოიხმო და საერთო ჯამში აპლოდისმენტები 80 წუთის განმავლობაში არ შეწყვეტილა.ამ დღეს დაფიქსირდა მსოფლიო რეკორდი,რომელმაც თავისი ადგილი დაიმკვიდრა გინესის რეკორდების წიგნშიც,როგორც ყველაზე ხანგრძლივი აპლოდისმენტები ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)