ტროგონი

ტროგონი - ტროგონისებრთა ოჯახის ფრინველია,რომელთა სიგრძე 23 სანტიმეტრიდან – 40 სანტიმედრამდეა.ფრთები მოკლე აქვს,კუდი გრძელი,ნისკარტი ფართო და განიერი.ასევე გააჩნია ღია-ნათელი და საკმაოდ ლამაზი ფერთა გამა.ბინადრობენ და გავრცელებული არიან ტროპიკულ ტყეებში,აზიაში,აფრიკასა და ამერიკაში.იკვებებიან მწერებითა და ხილით.დებენ 2-დან 4 კვერცხამდე.სულ ტროგონისებრთა რიგის 8 გვარის 35 სახეობაა. (ავტორი გენია.ჯი) არიან ტყის ფრინველები,შესაძლოა ბინადრობდნენ როგორც ჯგუფებად ასევე ერთეულებადაც.მათი ზოგიერთი სახეობა გავრცელებულია თბილი კლიმატის მქონე ხეობებში და ასევე მაღალი მთების ცივ კლიმატურ მასივებშიც.აღსანიშნავია,რომ ტროგონისებრთა ტროპიკული სახეობის უძველესი ნაშთები აღმოჩენილ იქნა საფრანგეთში,რაც გვაფიქრებინებს,რომ ეს სახეობა საკმაოდ დიდი ხნის წინად ბინადრობდა დედამიწაზე. (ავტორი გენია.ჯი)