პიერ ოგიუსტ რენუარი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მხატვარი,გრაფიკოსი,მოქანდაკე და თვალსაჩინო წარმომადგენელი “იმპრესიონიზმისა” - პიერ ოგიუსტ რენუარი (1841-1919 წლები),სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული სამხატვრო ხელოვნებაში.ღრმად მოხუცებული და სნეული რენუარი ძალაგამოცლილ თითებზე ძაფით მიმაგრებული ფუნჯითაც კი ხატავდა და სიცოცხლით ტკბობის უნარი უკანასკნელ წუთებამდე არ დაუკარგავს. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ ამ პერიოდს ეკუთვნის მისი შესანიშნავი “წითელ და ვარდისფერ” პეიზაჟებში შექმნილი ტილოები და პორტრეტები,რომლებზეც საოცრად მომხიბვლელ შიშველ ნატურებსაც გამოხატავდა.1880 წელს რენუარმა ტრამვა მიიღო,როდესაც მოიტეხა მარჯვენა ხელი,რომლითაც იგი მის შედევრებს ჰქმნიდა.მიუხედავად ამისა,რენუარს ეს დიდად არ განუცდია და თავისი შედევრების ხატვა მარცხენა ხელით დაიწყო.ამ ფაქტმა უამრავი ადამიანის გაოცება გამოიწვია და დაარწმუნა ისინი,რომ რენუარს თავისი შედევრების შექმნა არა მარტო მარჯვენა ხელით,არამედ ანალოგიურად მარცხენა ხელითაც შეეძლო. (ავტორი გენია.ჯი) 1897 წელს რენუარმა ველოსიპედიდან გადმოვარდნის შედეგად კვლავ მოიტეხა მარჯვენა ხელი,რამაც შემდგომში გამოიწვია რევმატიზმი და 1898 წლისათვის ფაქტიურად მხატვარს წაართვა საშუალება ამ ხელით შეექმნა ტილოები.რევმატიზმა იმდენად განიცადა მის ორგანიზმში პროგრესი,რომ 1910 წლისათვის წაერთვა ხელებისა და ფეხების მოძრაობის უნარი,რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა ინვალიდის ეტლით გადაადგილებულიყო.რამდენიმე ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიუხედავად შედეგი მისი ჯანმრთელობის გამოსწორებისა არ დადგა.მას ამ პერიოდში ყოველთვის გვერდით ჰყავდა მისი უახლოესი ორი ადამიანი,რომლებიც რენუარს ყოველნაირ დახმარებას უწევდნენ.მიუხედავად ასეთი საშინელი ფიზიკური ტრამვებისა პიერ ოგიუსტ რენუარმა შექმნა მთელი ეპოქა მხატვრობისა და კაცობრიობას დაუტოვა შედევრთა დიდი კოლექცია,რომელიც აღტაცებას დღესაც იწვევს მნახველში. (ავტორი გენია.ჯი)