კრისტიან დოპლერი
კრისტიან დოპლერი - დაიბადა 1803 წლის 29 ნოემბერს ზალცბურგში (ავსტრია).იგი გახლდათ დიდი ავსტრიელი ფიზიკოსი,რომელმაც 1825 წელს დაამთავრა ვენის პოლიტექნიკუი ინსტიტუტი.1835 წლიდან – 1847 წლების ჩათვლით მუშაობდა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის ტექნიკურ უნივერსიტეტში.1847 წელს კრისტიანს ანიჭებენ ჰემნიცის პროფესორის სტატუსს,ხოლო 1848 წლიდან იგი არჩეულ იქნა ვენის “მეცნიერთა აკადემიის” წვრად.1850 წელს ხდება ვენის უნივერსიტეტის პროფესორი და რაც აღსანიშნავია,გახლავთ ის,რომ კრისტიან დოპლერი ხდება პირველი მეცნიერი,რომელიც სათავეში (დირექტორი) ჩაუდგა პირველი “ფიზიკის ინსტიტუტს”,რომელიც თავად დააარსა ვენის უნივერსიტეტის ბაზაზე. (ავტორი გენია.ჯი) მისი სამეცნიერო ინტერესთა სფეროში შედიოდა ფიზიკის ისეთი განხრები,როგორებიც იყო – ოპტიკა და აკუსტიკა.მანვე ჩამოაყალიბა საკუთარ ნაშრომებში – მიკროსკოპის თეორია,სინათლის აბერაცია,ოპტიკური მანძილმზომი,ფერების თეორია და სხვა ფიზიკის მეცნიერების თემები.1842 წელს დოპლერმა თეორიულად დაამტკიცა დამოკიდებულება რხევების სიხშირის და ტალღების წყაროს მოძრაობის მიმართულებებს შორის.სწორედ მისი ამ დასკვნის შდეგად ამ მოვლენას “დოპლერის ეფექტი” უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი) დოპლერის პრინციპებმა მრავალი გამოყენება ჰპოვა ასტრონომიაშიც,ვარსკვლავთა მოძრაობის და მათი ღერძის გარშემო ბრუნვის სისწრაფის გამოთვლისას.1848 წელს “დოპლერის ეფექტი” დამტკიცებულ და დაზუსტებულ იქნა დიდი ფრანგი ფიზიკოსის არმან იპოლიტ ლუი ფიზოს (1819-1896 წლები) მიერ.ხოლო 1900 წელს კი “დოპლერის ეფექტი” ექსპერიმენტალურად იქნა შემოწმებული რუსი ასტროფიზიკოსის ალექსანდრე ბელოპოლსკის მიერ ლაბორატორიულ დანადგარზე.კრისტიან დოპლერი გარდაიცვალა 1853 წლის 17 მარტს ვენეციაში და დაკრძალულ იქნა სან-მიკელეს კუნძულზე. (ავტორი გენია.ჯი)