კლაუს ნარი
კლაუს ნარი - დაიბადა,დაახლოებით 1486 წელს,საქსონიის მიწაზე მდებარე გერმანულ ქალაქ რანშტედში.იგი გერმანიის ისტორიაში შევიდა,როგორც ამ ქვეყნის ყველაზე ცნობილი – “სამეფო კარის მასხარა”.მას მოიხსენიებდნენ ასევე ზედსახელით,როგორც “კლაუს სულელი რანშტედიდან”. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ,როდესაც ევროპისა და მსოფლიოს სხვა კონტინენტების,სახელმწიფოების მეფეები ცდილობდნენ ისეთი კარის მასხარა აეყვანათ,რომლებიც არა მარტო გარეგნული (სასაცილო იერის მქონენი),არამედ გონებრივი შესაძლებლობებითაც იყვნენ გამორჩეული,საქსონიის სამეფო კარმა 9 წლის ასაკიდან აიყვანა “მასხარად” ისეთი ბავშვი,რომელიც არა მარტო თავისი საშინელი გარეგნული იერით გამოირჩეოდა (სხვადასხვა წყაროები მის განსაკუთრებულ ფიზიკურ სიმახინჯეს უსვამენ ხაზს),არამედ გონებრივადაც მეტად ჩამორჩენილი იყო.ფაქტიურად,კლაუს ნარი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი გახლდათ.იგი “მასხარად”,როგორც ზემოთ ავღნიშნე 9 წლის ასაკში,საქსონიის კურფიურსტის ფრიდრიხ II-ეს მმართველობის პერიოდში,მხოლოდ იმის გამო აიყვანეს,რომ დაბადებიდანვე სულელი იყო,რამაც სამეფო კარის “დიდი მოწონება” დაიმსახურა.ფრიდრიხ I-ის შემდგომ,კლაუსი მისი შთამომავალის – ერნსტის და ფრიდრიხ III-ეს სამეფო კარის მასხარის ფუნქციასაც ასრულებდა.მოგვიანებით კი მაგდებურგის არქიეპისკოპოსის ერნსტ II-ეს და შემდეგ საქსონიის კურფიურსტის იოჰან (მყარის) კარის მასხარადაც “იმოღვაწა”.მიუხედავად კლაუს ნარის გონებრივი და გარეგნული ნაკლისა,მან იმდენად დიდი “რეპუტაცია” მოიპოვა,რომ გამოჩენილმა გერმანული აღორძინების ხანის,გერმანელმა პოეტმა და დრამატურგმა – ჰანს საქსმა,თავისი ერთ-ერთი ფარსის გმირადაც კი აქცია.(ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ფარსში,დიდმა პოეტმა ამ გაუბედურებული ადამიანის სახითა და პირით გაილაშქრა კათოლიკური ეკლესიაში და ზოგადად იმ დროინდელ გერმანულ საზოგადოებაში დაბუდებული მავნე ჩვევების წინააღმდეგ.გარდა ამ ფარსისა,კლაუსის შესახებ 1572 წელს,ანეგდოტების წიგნი დაწერა და გამოსცა,გერმანელმა ღვთისმეტყველმა – ვოლფგანგ ბიუტნერმა.აღნიშნულმა ანეგდოტების წიგნმა კლაუსის შესახებ,განსაკუთრებული პოპულარობა XVI-XVII საუკუნეებში მოიპოვა.