“მუსიკა” – (ეპიზოდი)
“მუსიკა” - გახლავთ სიტყვა,რომელიც მომდინარეობს ძველბერძნული სიტყვიდან “მუზა” და გახლავთ სინამდვილის ამსახველი ხელოვნების სახე,მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე.ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით მუზები გახლდათ მათი უმთავრესი ღმერთის ზევსის ქალიშვილები,რომლებიც თავის მხრივ გახლდათ სხვადასხვა “ხელოვნებების” და “მეცნიერების” მფარველი ღვთაებები,რომელთა (მუზების) რაოდენობა სულ ცხრა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მართალია მათ შორის არც ერთი არ მოიპოვებოდა ისეთი ღვთაება,რომელიც დაკავებული გახლდათ სპეციალურად მუსიკალური ბგერების ხელოვნებით,თუმცა როგორც მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს “მუსიკის” ღვთაება ძველბერძნული მითოლოგიის ცეკვის მუზა “თერფსიქორაა”,რომლის მოვალეობაშიც შედიოდა მფრაველობა მუსიკისა,ცეკვის თანხლებით. (ავტორი გენია.ჯი) სხვა მეცნიერთა მტკიცებით მუსიკის მფარველი ღვთაება გახლდათ ძველბერძნული მითოლოგიის ცხრა მუზათაგან ერთ-ერთი ქალიშვილი ზევსისა – ევტერპა,რომელიც მიჩნეული იყო ლირიკული ლექსებისა და მუსიკის მფრაველ ღვთაებად.როგორც ცნობილია ძველი ბერძნების ლირიკული ლექსები გამოითქმოდა მუსისკის აკომპანიმენტით.სიტყვა “მუსიკა” შორეული წარსულიდან მომდინარეობს და თავად ეს სიტყვაც ძველბერძნული წარმოშობისაა.დავა იმაზე თუ რომელი ღვთაება გახლდათ პირდაპირი მნიშვნელობით ამ ხელოვნების მფრაველი,დღემდე გრძელდება,თუმცა ფაქტია რომ მუსიკა ძველბერძნული მითოლოგიებიდან მომდინარეობს. (ავტორი გენია.ჯი)