კინკაჟუ
კინკაჟუ - ენოტისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვარაა.სხეულის ზომებით ჩვეულებრივი კატის ზომისაა და ერთადერთი სახეობაა კენკაჟუს სახეობისა.მას აქვს მომრგვალებული თავი და მრგვალი ფართო ყურები.ასევე გააჩნია საკმაოდ გრძელი და მოქნილი კუდი,რომელიც მას ხის ტოტიდან ტოტზე გადაადგილებისას დიდ დახმარებას უწევს.აქვს დიდი თვალები,რომლის ფორმებითაც იგი დათვის თვალებსაც კი ჩამოჰგავს და გრძელი ენა. (ავტორი გენია.ჯი) კინკაჟუს გააჩნია სქელი ხავერდოვანი ბეწვი (ზემოდან მოწითალო-ყავისფერი,ხოლო სხეულის ქვედა ნაწილი კი მოწითალო-ყვითელი ფერის აქვს.სხვა სახეობის ენოტისებრთა ოჯახის სახეობებისაგან იგი განსხვავდება კუდის მასიურად ერთი შეფერილობით.აქვს 36 ბასრი კბილი.ძირითადად გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკაში (მექსიკის სამხრეთ ნაწილში),ცენტრალურ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკის ნაწილებში.მთელ თავის ცხოვრებას ხეებზე ატარებენ და ძალიან უყვართ “თაფლი”,დღით ძირითადად ძინავთ და ღამით აქტიური ცხოვრების წესს ეწევიან.იკვებებიან ხილით,ფოთლებით,ქვეწარმავლებით,მწერებითა და ფრინველების კვერცხით. (ავტორი გენია.ჯი) მათი მაქსიმალური სიცოცხლის ასაკი 23 წელიწადია.მაკეობის პერიოდი გაზაფხულობითა და ზაფხულობით აქვთ და აჩენენ 1 ან 2 პატარას.აღსანიშნავია,რომ ბუნებაში მათ ბევრი მტერი არ გააჩნიათ და ადამიანებს მისი შეხვედრა იშვიათ შემთხვევებში შეუძლიათ ტყეებში,რადგან იმალებიან ხის ხშირ ფოთლებში და მოძრაობენ საკმაოდ სწრაფად.ცხოვრობენ მცირე ჯგუფებად და საკმაოდ სახიფათოა ადამიანისათვის მისი ნაკბენი,რადგან ცნობილი ფაქტია,რომ იგი ვირუსების საკმაოდ სახიფათო გადამდები ცხოველია. (ავტორი გენია.ჯი)