იმანუელ კანტი – “ეპიზოდი”
საკმაოდ უცნაური თვისებებით გამოირჩეოდა დიდი გერმანელი ფილოსოფოსი და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ფუძემდებელი -იმანუელ კანტი (1724-1804 წლები).ერთ-ერთი მისი უცნაური და მიუღებელი თვისება გახლდათ “სიკვდილთან” დაკავშირებული თუნდაც მისი ფილოსოფიური ხედვა,კერძოდ: როდესაც მისი ნათესავი,ახლობელი ან მეგობარი ავად გახდებოდა და იყო შანსი მისი გამოჯამრთელებისა (გადარჩენისა),იმანუელ კანტი ასეთ შემთხვევაში შეშფოთებული ადევნებდა თვალს და ყურადღებას არ აკლებდა ავადმყოფს. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო თუკი სიკვდილი გარდაუვალი იყო და გარდაიცვლებოდა ავადმყოფი,ამ შემთხვევაში იმანუელ კანტი მისი “ცხოვრებიდან (მეხსიერებიდან) შლიდა” ყველანაირ მოგონებას გარდაცვლილისას.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ იგი არა თუ ივიწყებდა გარდაცვლილ ახლობელთა ხსოვნას,არამედ “თანაგრძნობასაც” კი არ გამოხატავდა გარდაცვლილის ოჯახის წევრების მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მისი ასეთი უცნაური საქციელისა მაშინ,როდესაც იმანუელ კანტმა 1804 წლის 12 თებერვალს კენინსბერგში საკუთარი დის მკლავებში დალია სული (რომელთანაც იმანუელს ყოველგვარი ურთიერთობა ჰქონდა გაწყვეტილი იმ პერიოდისათვის),მთელი კენინსბერგი დიდმა გლოვამ მოიცვა.მწუხარება მისი გარდაცვალებისა იმდენად დიდი და რეზონანსული გახლდათ,რომ მიუხედავად იმისა კანტის ცხედარი ორ დღეში მიებარებინათ მიწას,მასზე გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე ხალხის მრავალრიცხოვნების გამო იგი ორი კვირის შემდეგ,მხოლოდ – 28 თებერვალს იქნა დაკრძალული.ხოლო მისი “სასახლე” ადგილობრივი უნივერსიტეტის 28 საუკეთესო სტუდენტმა და “ალბერტინას” ხარისხის მინიჭებულმა ახალგაზრდამ მიასვენა საბოლოო განსასვენებლამდე. (ავტორი გენია.ჯი)