პოლ ეჟენ ანრი გოგენი – “ეპიზოდი”
გენიალურმა ფრანგმა,გრაფიკოსმა და პოსტიმპრესიონიზმის დიდებულმა წარმომადგენელმა პოლ ეჟენ ანრი გოგენმა (1848-1903 წლები),სრულყოფილად შეისწავლა ბიბლია 1889 წელს,რის შემდეგაც გადაწყვიტა დაეხატა ტილოები ბიბლიური სიუჟეტებით.გოგენმა ასეთი ჟანრის ოთხი ტილო მალევე შექმნა,თუმცა მან იესო ქრისტე გამოსახა საკუთარი სახით,მაგალითად – “იესო ქრისტე გეთსამანიის ბაღში” (ზემოთ განთავსებული სურათი).მიუხედავად იმისა,რომ სურათი საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა ხელოვანთა სამყაროში,გოგენი ტილოს არ მიიჩნევდა “ღვთისგმობად” და “მკრეხელობად”,თუმცა თავადაც დარწმუნებული იყო,რომ აღნიშნული ტილო დიდი სკანდალის და მსჯელობის შემოქმედი გახდებოდა. (ავტორი გენია.ჯი)აღსანიშნავია,რომ პოლ გოგენმა ტილოს “იესო ქრისტე გეთსამანიის ბაღში”,შესახებ დაწერა:
“ეს ტილო განწირულია გაუგებრობისათვის,ამიტომ მე იძულებული გავხდი და გადავწყვიტე დროებით იგი გადამემალა”.მიუხედავად ამისა გენიალური მხატვარი დიდი დავი-დარაბის მსხვერპლი მაინც გახდა.როგორც თავად გოგენი აღნიშნავდა თავისი სურათების შემფასებელი ყველაზე მეტად თავად იყო,ამის შესახებ იგი მეგობრებს წერდა:
“ყველა ვალდებულია მისდიოს თავის ვნებებს.მე ვიცი,რომ ადამიანები უფრო და უფრო ნაკლებად გაიგებენ ჩემს შემოქმედებას,თუმცა ნუთუ ამას შეუძლია ჩემზე რაიმე ზეგავლენა მოახდინოს?!” (ავტორი გენია.ჯი)