“იუვენილია”
“იუვენილია” - “Juvenilia” გახლავთ ტერმინი,რომელიც გამოიყენება ლიტერატურაში,მუსიკაში და სხვა სახელოვნებო პროფესიებში.იგი ასახავს ნაწარმოებებს ამა თუ იმ ხელოვანის,მიერ შექმნილს ადრეული,ბავშვობის ან მოზარდობის ასაკში.პირველად ტერმინი “იუვენილია” მოხსენიებულია 1622 წელს ინგლისელი პოეტისა და სატირიკოსის ჯორჯ ვიტერომის მიერ,რომელიც დასათაურებას უკეთებდა მის ადრინდელ ნამუშევრებს და უწოდა “იუვენილიები”. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით ცნობილმა ინგლისელმა პოეტმა ალფრედ ტენისონმა (1809-1892 წლები) და ინგლისელმა პოეტმა და დრამატურგმა ჯონ დრაიდენმა (1631-1700 წლები) აღნიშნული ტერმინი გამოიყენეს თავიანთი ადრეული ასაკის წლებში დაწერილი ნაწარმოებებისათვის.გამოჩენილი ინგლისელი მწერალი ქალის ჯეინ ოსტინის (1775-1817 წლები),ადრინდელი ნამუშევრებიც ცნობილია,როგორც “იუვენალი”.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “იუვენალი” ლათინურად აღნიშნავს “ახალგაზრდულ თამაშებს”. (ავტორი გენია.ჯი) ტერმინ “იუვენილს” ძველი რომაელები სხვა დანიშნულებისდაგვარად მოიხსენიებდნენ,მაგალითად ზეიმების,თამაშობების და თეატრალური წარმოდგენების დროს და გამოყენებული ჰქონდათ ახალგაზრდობის ღვთაების “იუვენტის” სახელი,რომლის მიხედვითაც ეწოდა მას “იუვენილია”.რომაელი ისტორიკოსის ტაციტუსის ცნობის მიხედვით ასეთი ზეიმები სათავეს იღებდა რომის იმპერატორის ნერონის ბრძანების საფუძველზე და გამოირჩეოდა უკუდურესად თავაშვებულობით.საუკენეების მანძილზე ამ ტერმინმა დანიშნულება შეიცვალა და დღეს ხელოვნების ერთ-ერთ ტერმინად იქცა.”იუვენილიების” ცნობილი ავტორები არიან ცნობილი ალბანელი პოეტი – ნდრე მედა (1886-1937 წლები),დიდი ინგლისელი მწერალი შარლოტა ბრონტე (1816-1855 წლები) და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)