“კაფე დე ლა რეჟანსი”
“კაფე დე ლა რეჟანსი” - გახლდათ არა მარტო საფრანგეთში,არამედ მთელ ევროპაში ცნობილი კაფე,რომელიც XVIII-XIX საუკუნეებში იქცა ერთგვარ ცენტრად “ჭადრაკის” შესანიშნავი ინტელექტუალური თამაშისა.აღნიშნულ კაფეში დადიოდნენ და თამაშობდნენ ჭადრაკის პარტიებს,იმ დროისათვის თითქმის ყველა ცნობილი მოჭადრაკეები.პირველი “ყავის სახლი” პარიზში გამოჩნდა 1681 წელს,სახელწოდებით “Cafe de la Place du Palais-Royal”,თუმცა 1715 წლის შემდეგ მან სახელწოდება შეიცვალა. (ავტორი გენია.ჯი) ეს გახლავთ პერიოდი საფრანგეთის ისტორიისა,როდესაც მას მართავდა რეგენტი (სახელმწიფო დროებითი მმართველობა,მაგალითად მეფის მცირეწლოვანების გამო) ფილიპ II ორლეანელი (1674-1723 წლები),მცირეწლოვანი მეფის ლუდოვიკო XV-ს ნაცვლად,ამასთანავე ფილიპე ნათესავი გახლდათ საფრანგეთის ყოფილი მეფისა ლუდოვიკო XIV-სი.რეგენტობის აღნიშნული პერიოდი გრძელდებოდა 1715-1723 წლებში.1740 წლიდან აღნიშნული “კაფე” გადაიქცა შეხვედრის ადგილად პარიზელი მოჭადრაკეებისა,რომლებიც ადრე იკრიბებოდნენ ჭადრაკის პარტიის სათამაშოდ კაფე “პროკოპში”.”პალე როისლის” 1852 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ,რამდენიმე ხნით “კაფე დე ლა რეჟანსი” შევიდა დროებით სასტუმრო “Dodun”-ის შემადგენლობაში. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო 1854 წლიდან კი იგი გადატანილ იქნა პიუ-სენ-ონორეს 161-ში.კაფეს სისტემატური სტუმრები გახლდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები,როგორებიც იყვნენ – გენიალური ფრანგი მწერალი დენი დიდრო,დიდი ფრანგი მწერალი ჟან-ჟაკ რუსო,დიდი ფრანგი საოპერო კომპოზიტორი ფრანსუა-ანდრე დანიკან ფილიდორი,ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი სახელმწიფო მოხელე ბენჟამინ ფრანკლინი.ასეთი ცნობილი ადამიანების გარდა აქ იკრიბებოდნენ მსოფლიო ჩემპიონები ჭადრაკში – ლეგალ დე კერმიური (ფრანგი),გერმანელი მოჭადრაკე – დანიელ გარვიცი და სხვები.აღსანიშნავია,რომ კაფეს ერთ-ერთ სიამაყეს წარმოადგენდა მარმარილოს საჭადრაკო სათამაშო მაგიდა,რომელზეც საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ I ითამაშა 1798 წელს.აქვე მიმდინარეობდა არა მარტო ჭადრაკის,არამედ შაშისა და ბილიარდის თამაშებიც.აქვე შედგა მატჩი იმდროინდელი საუკეთესო მოთამაშეებისა,ფრანგი პიერ დე სენტ-ამანისა და ინგლისელი მოჭადრაკისა ჰოვარდ სტაუნტონისა. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის მატჩი სტაუნტონის გამარჯვებით დასრულდა.აქვე ტარდებოდა საჭადრაკო ტურნირები.1910 წელს კაფემ მეპატრონე შეიცვალა და იგი გადაკეთებულ იქნა რესტორნად.რესტორანმა მიუხედავად რეკონსტრუქციისა,ბევრი ელემენტი დატოვა ძველი დეკორაციებისა.კაფე “დე ლა რეჟანსი”,იყო და დარჩა როგორც ერთ-ერთი უდიდესი ისტორიის კაფედ საჭადრაკო თამაშებისა და ინტელექტუალთა შეკრების საუკეთესო ადგილად,მიუხედავად იმისა,რომ დღევანდელობაში ჭადრაკის მოყვარულები იკრიბებიან “Cafe de l’univers”-ში.აღნიშნული კაფე მოხსენიებულ იქნა დიდი ფრანგი მწერლის დენი დიდროს ნაწარმოებში “Le neveue de Rameau”-ში. (ავტორი გენია.ჯი)