უარი “ნობელის პრემიის” მიღებაზე…

ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე პოპულარული ჯილდო – “ნობელის პრემია”,რომელიც დაარსებულ იქნა გამოჩენილი შვედი ქიმიკოსის,ინჟინერის და ნოვატორის ალფრედ ბერნჰარდ ნობელის (1833-1896 წლები) ანდერძის საფუძველზე,დღემდე მრავალი საინტერესო ისტორიის მატარებელი პრემია გახლავთ.იყო შემთხვევები,როდესაც ამ პრემიის მიღება ყოვლად მიუღებელი გახლდათ ზოგიერთი მეცნიერისათვის და არა მარტო მეცნიერებისათვის,არამედ სახელმწიფოებისათვისაც კი. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად შესაძლოა მოვიყვანოთ გერმანია,სადაც ფაშისტებმა აკრძალეს ამ პრემიის მიღება გერმანელი მეცნიერებისათვის.ასევე იყო შემთხვევები,როდესაც ამა თუ იმ ლაურეატმა პრემიისა,უარი იმ მოტივით განაცხადა მის მიღებაზე,რომ მისმა დამაარსებელმა – ალფრედ ნობელმა კაცობრიობისათვის სავალალო მოწყობილობა “დინამიტი” გამოიგონა.სხვათაშორის აღნიშნულ ნივთიერებასთან დაკავშირებით ალფრედ ნობელი წერდა: ”მე მსურს,გამოვიგონო ისეთი დამანგრეველი ნივთიერება ან მანქანა,რომლის წყალობით ომები სრულიად შეუძლებელი გახდებაო”,თუმცა ალფრედ ნობელის ამ სიტყვებს სხვადასხვა მეცნიერისათვის აღარანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია.სულ დაარსების დღიდან “ნობელის პრემიის” მიღებაზე უარის თქმის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. (ავტორი გენია.ჯი) 1938 წელს ნობელის პრემიის ლაურეატმა ქიმიის დარგში და გერმანელმა ქიმიკოსმა – რიჰარდ კოხმა,უარი განაცხადა ამ პრემიის მიღებაზე.თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მას მაინც გადაეცა.1939 წელს,მიუხედავად იმისა,რომ “ნობელის პრემია” მიენიჭათ გერმანელ ბიოქიმიკოსს – ადოლფ ფრიდრიხ იოჰან ბუტენადტს (1903-1995 წლები) და მედიკოსს (ბაქტერიოლოგი) – გერჰარდ იოჰანეს პაულ დომაგკს (1895-1964 წლები),მათ უარი თქვეს პრემიის მიღებაზე.ასევე მის მიღებაზე,”საბჭოთა მთავრობის” ზეწოლის შედეგად უარი განაცხადა რუსმა მწერალმა და პოეტმა – ბორის პასტერნაკმა (1890-1960 წლები),რომელსაც აღნიშნული პრემია მიანიჭეს 1958 წელს ლიტერატურის დარგში.”ნობელის პრემიის” მიღებაზე უარი განაცხადეს ცნობილმა ფრანგმა ეგზისტენციალისტმა ფილოსოფოსმა და ლიტერატურულმა კრიტიკოსმა – ჟან-პოლ სარტრმა (“ნობელის პრემია” მიანიჭეს 1964 წელს ლიტერატურის დარგში) და ლე დიუკ ტომ (ლიტერატუის დარგში). (ავტორი გენია.ჯი)