არისტოტელე – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი,მეცნიერი და სწავლული არისტოტელე (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები),პლატონის საუკეთესო და საყვარელ მოსწავლედ მიიჩნეოდა.აღსანიშნავია,რომ პლატონი – არისტოტელეს მოიხსენიებდა,როგორც “თავისი სკოლის გონებას”.თუმცა არისტოტელემ მაშინ დაარღვია პლატონის იდეალისტური ხედვები სამყაროს შესახებ,როდესაც განაცხადა: “პლატონი ჩემი მეგობარია,თუმცა ჭეშმარიტება უფრო ძვირფასია ჩემთვის”,რაც მალევე იქცა “ფრთიან ფრაზად”. (ავტორი გენია.ჯი) არისტოტელეს მოიხსენიებენ,როგორც “ფიზიკის ნათლიმამა”.მის ერთ-ერთ ნაშრომს “ფიზიკა” ჰქვია,რომელიც რვა წიგნად დაწერა და სწორედ ამ ნაშრომის სახელწოდება იქცა სათავედ,მთელი მეცნიერების სახელწოდებისა – “ფიზიკის” შესახებ.არისტოტელე გახლდათ ის მეცნიერი,რომელმაც დააარსა “ლიცეუმი” (ლიკეუმი) ძვ.წ.აღ-ით 339 წელს ათენში,სადაც თავად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას,მის ხელმძღვანელობასთან ერთად,ცამეტი წლის განმავლობაში. (ავტორი გენია.ჯი) ძვ.წ.აღ-ით 343 წლიდან – 339 წლამდე,მაკედონიის მეფე ფილიპე II მაკედონელის მიწვევით,მიემგზავრება მაკედონიის დედაქალაქში და სათავეში უდგება მსოფლიოს მომავალი უდიდესი მხედართმთავრის ალექსანდრე მაკედონელის აღზრდა-განათლების მიცემას.ალექსანდრე მაკედონელი კი არისტოტელეს უდიდეს პატივს მიაგებდა მთელი მისი ცხოვრების მანძილზე და ისტორიას შემორჩა მისი დაუვიწყებელი სიტყვები ამ უდიადესი სწავლულის შესახებ:
“არისტოტელეს მე მივიჩნევ მამაჩემის თანასწორად,რადგან თუ კი მე მამაჩემისგან სიცოცხლით ვარ დავალებული,არისტოტელესგან ყველაფერი იმით,რაც სიცოცხლეს ფასს აძლევს”. (ავტორი გენია.ჯი)