სოკრატე – “ეპიზოდები”
გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე (ძვ.წ.აღ-ით 469-399 წლები),საკმაოდ დიდი პატივით სარგებლობდა ათენის მოსახლეობისა და რიგი სახელმწიფო მოხელეების მხრიდან.ერთ დღეს როდესაც ათენში დღესასწაული იმართებოდა,დიდმა ძველბერძენმა “პელოპონესის ომის” მხედართმთავარმა და ორატორმა ალკივიადემ (ძვ.წ.აღ-ით 450-404 წლები),სოკრატესა და მის მეუღლეს – ქსანტიპას საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქრები გაუგზავნა. (ავტორი გენია.ჯი) საჩუქრების ნახვით აღფრთოვანებული ქსანტიპამ,უწყოდა რა სოკრატეს მოკრძალებული ხასიათის შესახებ,თხოვდა მას ძღვენი მაინც მიეღო.თუმცა სოკრატემ ამაზე სასტიკი უარი განაცხადა და მეუღლეს მიუგო: “დაე ჩვენ,არ დავუთმოთ პატივმოყვარეობა ჩვენი ალკივიადესს და უარი ვთქვათ მის მიერ გამოგზავნილი საჩუქრების მიღებაზე”.
ერთ დღეს სოკრატემ ყურადღება მიაქცია,მისი ერთ-ერთი მოსწავლის,ფილოსოფოსისა და მთავარი თეორიტიკოსის “კინიზმისა” – ანტისფენეს ქადაგებას (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 444/435-370/360 წლები).დიალოგის დამსწრეებს ანტისფენე აჩვენებდა საკუთარ დახეულ ტანისამოსზე არსებულ ხვრელებს და ყურადღებას ამახვილებდა ჩაცმის კულტურაზე.ამით გაღიზიანებულმა სოკრატემ ანტისფენეს ირონიულად შესძახა: “ანტისფენე,შეწყვიტე კოპწიაობა! ” (ავტორი გენია.ჯი)