იცით თუ არა,რომ
1. გენიალური ნიდერლანდელი მხატვარ-პოსტიმპრესიონალისტის ვინსენტ ვან გოგის (1853-1890 წლები),ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილო “ვარსკვლავიანი ღამე” დახატული 1889 წელს,მხატვარმა სენ-რემი დე პროვანსის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დახატა,მცირე ხნის შემდეგ რაც ყურის ნაწილი მოიჭრა.
2. დიდი ფრანგი მხატვარი ანრი ჟიულენ ფელიქს რუსო (1844-1910 წლები),რომელიც თვითნასწავლი მხატვარი გახლდათ და ხშირად ხატავდა ეგზოტიკურ სცენებს ჯუნგლებისა,პარიზის საზღვრები არასოდეს დაუტოვებია და მითუმეტეს არასოდეს ყოფილა “ჯუნგლებში”.ყოველივე მისი ეს შემოქმედებითი ნაწილი საკუთარი წარმოდგენის მიხედვით იქმნებოდა. (ავტორი გენია.ჯი)
3. დიდი ფრანგი მხედართმთავარი მსოფლიო ისტორიისა ნაპოლეონ ბონაპარტი,ფრანგული არმიის ესპანეთში ფრანგული არმიის შესვლის წინ,მისმა ცნობილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა შარლ მორის დე ტალაირან-პერიგორმა გააფრთხილა,რომ ესპანეთში ფრანგული არმიის შესვლა ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა გახლდათ,რაზეც ნაპოლეონმა მიუგო: “ეს ომი ჩემთვის უბრალო სადილი იქნება”,რაზეც ტალეირანმა მიუგო: “ვშიშობ,რომ მის უდიდებულესობას,მაგიდასთან სადილის მირთმევა დიდ ხანს არ მოუწიოს”.
4. “საბჭოთა გენსეკის” სტალინის პირადი არქივი,მისი გარდაცვალების შემდეგ (1953 წლის 5 მარტი),მალევე სრულიად იქნა განადგურებული. (ავტორი გენია.ჯი)
5. მცირე ზომის “მორიელის” შხამი ბევრად უფრო ტოქსიკურად მომწამვლელია,ვიდრე დიდი ზომის მორიელისა.
6. პირველი მოკრივე,რომელმაც ოფიციალურ ორთაბრძოლაში დიდი ამერიკელი მოკრივე – მაიკ ტაისონი რინგზე დაამარცხა,გახლდათ დიდი ამერიკელი პროფესიონალი-მოკრივე ჯეიმს დუგლასი.რომელმაც ტაისონი 1990 წელს იაპონიაში დაამარცხა.
7. 1984 წლისათვის მობილური ტელეფონის საშუალო ღირებულება 4195 დოლარი იყო.
8. გერმანიაში ერთ-ერთი სატელევიზიო არხის პოპულარული ჟურნალისტი,განთავისუფლებულ იქნა ტელევიზიიდან,მას შემდეგ რაც მან პირდაპირ ეთერში განაცხადა,რომ “ავტობანების” მშენებლობას სათავე ადოლფ ჰიტლერმა დაუდო.
9. კატის სხეულის ნორმალური ტემპერატურა 38 გრადუს-ცელსიუსია,ორი გრადუსით მეტი ვიდრე ადამიანისა.
10. დიდმა ინგლისელმა ასტრონომმა-გერმანული წარმომავლობისა უილიამ გერშელმა,რომელმაც პირველმა აღმოაჩინა პლანეტა “ურანი” 1781 წელს,მისცეს უფლება თავად შეერჩია სახელი ახალაღმოჩენილი პლანეტისათვის.მან პლანეტას “Georgius Sidus” ანუ “ჯორჯის ვარსკვლავი” უწოდა,დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფის ჯორჯ III-ის საპატივცემულოდ.აღსანიშნავია ისიც,რომ ურანი გახლდათ პირველი ტელესკოპით აღმოჩენილი პლანეტა. (ავტორი გენია.ჯი)