ალესანდრო აკილინი
ალესანდრო აკილინი - დაიბადა 1463 წლის 20 ოქტომბერს ბოლონიაში (იტალია).იგი გახლდათ დიდი იტალიელი ფილოსოფოსი და ექიმი-ანტომი,რომელსაც მოიხსენიებდნენ,როგორც – “მეორე არისტოტელე”.ალესანდროს ღვიძლი ძმა – ჯოვანი ფილოტეო აკილინი (1463-1538 წლები) ცნობილი იტალიელი პოეტი და სწავლული XV-XVI საუკუნეებისა,რომელიც სრულყოფილად ფლობდა ლათინურ და ბერძნულ ენებს. (ავტორი გენია.ჯი) ამასთანავე ჯოვანი საკმაოდ გათვითცნობიერებული იყო ღვთისმეტყველებასა და ფილოსოფიაში.წერდა დიდაქტიკურ ლექსებსაც.თავად ალესანდრო აკილანი კი გახლდათ პროფესორი ბოლონიისა და პადუის უნივერსიტეტებისა.იგი იყო პირველი ექიმი ბოლონიური სკოლისა,რომელიც მიმართავდა “ცხედრების გაკვეთას” და ადამიანთა შინაგანი ორგანოების შესწავლას.მისმა უამრავმა ანატომიურმა ნაშრომებმა კი დიდი წვლილი დაიდო შემდგომი სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში. (ავტორი გენია.ჯი) მის მიერ დაწერილი სამედიცინო ნაშრომი “Corporis humani anatomia” (დაწერილი 1521 წელს),ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამედიცინო ნაშრომად იქცა.რაც შეეხება მის ფილოსოფიურ და ფიზიკურ ხედვებს,ალესანდრომ ამ თემებზე დაწერა ტრაქტატები “Opera omnia” (დაწერილი 1545 წელს) და ყველაზე მთავარი ნაშრომი მისი მოღვაწეობისა “De intelligentiis”,რომელიც გამოიცა ხუთ წიგნად.თანამედროვე სწავლულები ალესანდროს მიიჩნევდნენ არისტოტელეს ფილოსოფიური ხედვების გამზიარებლად და მის გამავრცელებლად.ფაქტიურად იგი პადუის სკოლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ “არისტოტელიზმისა”.ალესანდრო აკილინი გარდაიცვალა 1512 წლის 2 აგვისტოს ბოლონიაში.მისი ხედვები კი ფართოდ იქნა გავრცელებული ფილოსოფიურ სამყაროში და არა ერთი მიმდევარიც გაიჩინა,მისი ხედვებისა. (ავტორი გენია.ჯი)