“ეპანაგოგა”
“ეპანაგოგა” - გახლდათ ბიზანტიის იმპერიის კანონთა კრებული IX საუკუნეში.იგი შედგენილ იქნა ბიზანტიის იმპერატორის – ბასილი I მაკედონელის (მმართველობის წლები – 867-886 წლები) და მისი შვილების,მომავალი იმპერატორების – ლეონის (ლეონ VI ბრძენი 866-912 წლები) და ალექსანდრეს (870-913 წლები) მიერ.ამ კანონთა შედგენაში მათ გარდა წვლილი დაიდო კონსტანტინეპოლის პატრიარქმა – ფოტიოს I-მა (820-896 წლები).იგი ძირითადად შედგებოდა სისტემატიზირებული კანონმდებლური აქტებისაგან,შედგენილი წინა იმპერატორების პერიოდებისა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მასში შეტანილ და ჩართულ იქნა ახალი რიგი კანონებისა,სადაც უპირატესად გაზრდილი გახლდათ უფლებამოსილებები ეკლესიის სამართლისა.შესაძლო თარიღი “ეპანაგოგა”-ს მიღებისა ბიზანტიის იმპერიაში განისაზღვრება 886 წლით.მაგრამ ისტორიკოსთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს,რომ აღნიშნული კანონთა კრებული არასოდეს ყოფილა ფართოდ გავრცელებული და გამოქვეყნებული,რის გამოც ის მხოლოდ კანონპროექტად იქნა დარჩენილი. (ავტორი გენია.ჯი)