ფრანკო ძეფირელი
ფრანკო ძეფირელი - დაიბადა 1923 წლის 12 თებერვალს იტალიის ულამაზეს ქალაქ ფლორენციაში (მისი ნამდვილი სახელი – ჯანფრანკო კორსია). იგი გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი რეჟისორი,სცენარისტი,პროდიუსერი და მხატვარი,რომელიც ორჯერ იყო ნომირირებული ამერიკული კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე “ოსკარზე”.გარდა ამისა ძეფირელი გახლავთ ბრიტანული კინოაკადემიის და სატელევიზიო ხელოვნების “BAFTA”-ს პრემიის,”დავიდ დი დონატელოს” პრემიის ხუთგზის და ამერიკული სატელევიზიო პრემიის “ემი”-ს ორგზის მფლობელი.იგი იტალიელი ფეიქრის ვაჭრის “არაკანონიერი” შვილი არის.ექვსი წლის იყო,როდესაც დედა გარდაეცვალა და სრულიად უმწეო დარჩა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა აღმოჩდნენ კეთილშობილი “ბრიტანული დიასპორის” წარმომადგენლები,რომელთა პატრონაჟის ქვეშაც აღიზარდა.სწორედ მათთან ყოფნისას გაიცნო ამერიკელების და ინგლისელების ჯგუფი,რომლებიც იტალიაში ცხოვრობდნენ და რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა “მორიელებად” მოიხსენიებდა.მათთან გატარებულმა დრომ კი საბოლოო ჯამში ფრანკო ძეფირელის 1999 წელს გადააღებინა ყველასათვის ცნობილი ავტობიოგრაფიული ფილმი – “ჩაი მუსოლინისთან”.მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანკო პარტიზანთა რაზმის წევრი იყო.იბრძოდა ფაშისტების წინააღმდეგ.მოგვიანებით კი შეუერთდა დიდი ბრიტანეთის პირველ გვარდიულ პოლკს,სადაც თარჯიმანის ფუნქციასაც ითავსებდა.ომის დასრულებისას კი ჩააბარა ფლორენციის უნივერსიტეტში,სადაც შესწავლა დაიწყო ხელოვნების და არქიტექტურის.1945 წლიდან ძეფირელის ინტერესი თეატრალური ხელოვნების მიმართ იზრდება და მუშაობას იწყებს ფლორენციის თეატრში სცენის გამფორმებლად. (ავტორი გენია.ჯი) აქვე წარუდგინეს იგი ცნობილ იტალიელ რეჟისორს ლუკინო ვისკონტის (1906-1976 წლები),რომელმაც იგი თავისთან აიყვანა სამუშაოდ,როგორც რეჟისორის დამხმარე,ფილმისათვის – “მიწა იძვრის” (1948 წელი).რეჟისორმა ვისკონტმა შემდგომში უდიდესი,როლი და გავლენა იქონია ფრანკო ძეფირელის შემოქმედებაზე.მომდევნო წლებში მუშაობდა ასევე ცნობილ რეჟისორებთან.ისეთებტან როგორებიც იყვნენ იტალიელი – ვიტორიო დე სიკა და რობერტო როსელინი.1960-იან წლებში დიდ ბრიტანეთისა და ამერიკის თეატრებში დადგა რამდენიმე პიესა და ამავე პერიოდიდან იწყება მისი ის შესანიშნავი კინორეჟისორული მოღვაწეობა,რომელიც მსოფლიო კინოხელოვნების მოყვარულთ აღტაცებაში მოიყვანს.როგორც მხატვარმა,გააფორმა სცენები მისი უსაყვალესი რეჟისორის ლუკიანო ვისკონტის პიესებისა – “სამი და” და სხვები.როგორც თეატრის რეჟისორმა დადგა სპექტაკლები – “ოტელო”,”ჰამლეტი”,”რომეო და ჯულიეტა” და სხვა.მონაწილეობა მიიღო ოპერების – “აიდა”,ტრავიატა”,”კარმენი” და სხვა ოპერების დადგმაში.კინოსამყაროში კი პირველი სადებიუტო ფილმი გახლდათ 1957 წელს გადაღებული “კემპინგი”.მიუხედავად იმისა,რომ ამის შემდგომ მან გადაიღო კიდევ რამდენიმე ფილმი,წარმატება წილად არხვედრია,მანამდე,სანამ 1968 წელს არ გადაიღო ფილმი “რომეო და ჯულიეტა”,სადაც მთავარ როლებს ასრულებენ – ოლივია ჰაასი და ლეონარდ უაიტინგი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ფილმი იქცა ტრამპლინად მისი შემოქმედებისა (ფილმა მიიღო ორი “ოსკარიც”).ფაქტია,რომ ეს დიდებული ფილმი დღემდე ფრანკო ძეფირელის ერთგვარ ბრენდადაც კი მიიჩნევა.1977 წელს ფრანკომ გადაიღო შესანიშნავი და გახმაურებული ფილმი “იესო ნაზარეველი”,რომელმაც ასევე უდიდესი პოპულარობა მოუტანა მას.შემდგომ წლებში იღებს ფილმებს -”ჰამლეტი”,”ჯეინ ეარი”,”ბოჰემა” და სხვა.გარდა ამისა,ძეფირელი სცენარისტია ფილმებისა – “ტრავიატა” და “ბეღურა”.ფრანკოს მინიჭებული აქვს ოფიცრის მედალი 1977 წელს “იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის” და დიდი ბრიტანეთის “რაინდ-კომანდორის” მედალი.ფრანკო ძეფირელი ერთ-ერთი ის უდიდესი კინორეჟისორია თანამედროვე კინოხელოვნებაში,რომლის ფილმების ნახვაც დღემდე უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს კინომოყვარულებს. (ავტორი გენია.ჯი)