გალაკტიონ ტაბიძე – “ცხოვრება ჩემი”
ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,
იგი ელვარებს,საბოლოოდ დაშრება ვიდრე,
მასში დიდება პოეტისა მე დავიმკვიდრე,
რომლის გარეშე – უკვდავებაც არაფერია.
თეთრი დღეების ისევ ისე მიჰყვება დასი,
არ მომწინდება სადღეგრძელოდ ავწიო თასი
თქვენი,რომელთაც გატაცება… მხოლოდ… ჟინია.
მე,არც წარსულის,არც მომავლის არ მეშინია.