ანრი მატისის ტილო “ნავი” – (ეპიზოდი)
გენიალური ფრანგი მხატვრის,მოქანდაკისა და “ფოვიზმის” მიმდინარეობის ერთ-ერთი ლიდერის - ანრი მატისის (1869-1954 წლები) ცნობილი ნამუშევარი (ტილო) - “ნავი” (Le Bateau),1961 წელს გამოფენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.აღსანიშნავი და გასაოცარი ამ ფაქტში ალბათ არაფერი იქნებოდა,რომ არა ტილოს საგამოფენო დარბაზის კედელზე “უკუღმა დაკიდება”.
იგი 1961 წლის 17 ოქტომბერს იქნა გამოფენილი და მხოლოდ 3 დეკემბერს შეამჩნიეს,რომ არასწორად იყო დაკიდებული.ფაქტიურად ანრი მატისის მიერ შესრულებული სურათი – “ნავი”,მთელი 47 დღის მანძილზე არასწორი ეკიდა უკუღმა.ამ ხნის მანძილზე კი სურათი 116 000-მა ადამიანმა დაათვალიერა.თუმცა მისი არასწორი მდგომარეობა ვერც ერთმა მათგანმა ვერ დააფიქსირა. (ავტორი გენია.ჯი)
სურათის არამართებული ფორმა