პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშე – “ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი დრამატურგისა და პუბლიცისტის - პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშეს (1732-1799 წლები) საუკეთესო ნაწარმოებები – “სევილიელი დალაქი” და “ფიგაროს ქორწინება”,საკმაოდ დიდი უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზი გახდა ფრნაგ დიდებულებში.გარდა ფრანგი დიდებულებისა,ბომარშეს გენიალური ქმნილებები დაიწუნა და დაგმო საფრანგეთისა და ნავარის მეფემ ლუდოვიკო XVI-მ (1754-1793 წლები).მას განსაკუთრებით არ მოეწონა ბომარშეს მიერ დაწერილ პიესებში ავტორის რევოლუციის მაცნედ წარმოჩინება. (ავტორი გენია.ჯი) პირველი პიესის – “სევილიელი დალაქის” წარმოდგენის შემდეგ,საფრანგეთში ბომარშე ხალხისათვის უსაყვარლეს დრამატურგად იქცა,თუმცა ლუდოვიკოსათვის იგი ყოვლად მიუღებელ პიროვნებად იქცა.მოგვიანებით,”ფიგაროს ქორწინების” წარმოდგენის შემდგომ,დიდი ფრანგი დრამატურგი დააკავეს და სატუსაღოში გადაიყვანეს.ბომარშეს დაკავების ბრძანების გაცემის დროს,ლუდოვიკო ბანქოს თამაშით ირთობდა თავს.რაც ყველაზე ნიშანდობლივია,არის ის,რომ მეფემ პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშეს დაკავების ბრძანება – ბანქოს შვიდიანი ყვავის ქაღალდზე დაწერა და ამით ყველას მიანიშნა თუ რაოდენ უნიშვნელო პიროვნებას წარმოადგენდა იგი მისთვის. (ცნობისათვის,პიერ ბომარშეს მიერ დაწერილი “ფიგაროს ქორწინება” ზედიზედ ასჯერ იქნა დადგმული თეატრის სცენაზე,რაც მართლაც რომ უიშვიათესი მოვლენაა). (ავტორი გენია.ჯი)