იუჯინ პოლი – “უსადენო სატელევიზიო მართვადი პულტის გამომგონებელი”
იუჯინ პოლი - დაიბადა 1915 წლის 29 ნოემბერს,ილიონისის შტატის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ ჩიკაგოში (ამერიკის შეერთებული შტატები).იგი წარმოადგენდა იმ დიდ ამერიკელ ინჟინერსა და გამომგონებელს,რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილ “უსადენო სატელევიზიო მართვადი პულტის” გამოგონებას. (ავტორი გენია.ჯი) 1935 წელს,იუჯინმა მუშაობა კომპანია Zenit Radio Corporation-ში დაიწყო.1955 წელს კი პირველმა შექმნა – უსადენო სატელევიზიო დისტანციური სამართავი პულტი “Flash-Matic” (მისი ერთადერთი ფუნქცია,თავდაპირველად მხოლოდ არხების გადართვა იყო).პრინციპი აღნიშნული ინოვაციური გამოგონებისა,დაფუძნებული იყო სინათლის სხივების,ფოტომგრძნობიარე ეკრანის კუთხისაკენ მიმართვაზე და გააქტიურებაზე,რომელიც შემდგომ იწვევდა ერთი არხიდან მეორე არხზე გადართვას,ყოველგვარი კაბელის გარეშე.მისი გამოგონება,იმდენად იქნა მოწონებული,რომ ყოველგვარი პრობლემების გარეშე იქნა კიდეც დაპატენტებული.მალევე,ყველასათვის ცხადი გახდა,იუჯინ პოლის ინოვაციური გამოგონება,რომ უდიდესი დანიშნულების მატარებელი იყო ტელევიზიის და მოგვიანებით კინემატოგრაფიის განვითარების მხრივაც.