“ტეოპანტეკუანიტლანი”
“ტეოპანტეკუანიტლანი” - აღნიშნავს “წმინდა ადგილს”,სიტყვა-სიტყვით კი “იაგუართა წმინდა ადგილს”.იგი გახლავთ არქეოლოგიური ძეგლი კოლუბამდელი ცივილიზაციისა,მესოამერიკის ფორმაციული პერიოდის შუა ხანებისა.იგი მდებარეობდა თანამედროვე მექსიკის შტატ გერეროს ტერიტორიაზე,მდინარე ბალსას-ატოიაკის ხეობაში.ტეოპანტეკუაიტლი განეკუთვნება ოლმეკთა ხალხის ჯგუფის საცხოვრებელს,რომლებიც თავიანთი ისტორიული საცხოვრებელი საზღვრებიდან მოცილებით მდებარეობდა. (ავტორი გენია.ჯი) არქეოლოგთა მტკიცებით ამ ძეგლის კვლევებისას აღმოჩენილ იქნა ოლმეკთა კულტურული ნაშთები.იგი წარმოადგენდა უძველეს დასახლებას,რომელიც დასახლებული გახლდათ დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე 1400-დან,ჩვ.წ.აღ-მდე 500 წლებში.ქალაქის არსებობის ისტორიას ისტორიკოსები ოთხ სტადიად ყოფენ.პირველი იყო ქალაქის განვითარება,მეორე ფაზაში კი ყველაზე მეტი მაცხოვრებელი ცხოვრობდა აღნიშნულ ქალაქში და ეს გახლდათ პერიოდი ძვ.წ.აღ-ის 1000-800 წლები.მიუხედავად იმისა,რომ აქ ოლმეკების კულტურა ყვაოდა,აღმოჩენილ იქნა ასევე ადგილობრივი სხვა ტომთა ხალხის კულტურის ავტოქტონური ნაშთებიც.დღესდღეობით “ტეოპანტეკუანიტლანი” მესოამერიკული ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთ უძველეს ძეგლად მიჩნევა.მისი დაარსების და სხვა ისტორიული წყაროების შესწავლას დღემდე ანხორციელებენ ისტორიკოსები და არქეოლოგები. (ავტორი გენია.ჯი)