ქსენოფანე კოლოფონელი
ქსენოფანე კოლოფონელი - დაიბადა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 580/577 წლებში,მცირე აზიის ქალაქ კოლოფონში (ქალაქი იმდროინდელი ლიდიისა).იგი გახლდათ დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი და მოხეტიალე პოეტი,რომელმაც მას შემდეგ რაც მის ქვეყანაში სპარსები გაბატონდნენ,დატოვა მშობლიური ქალაქი კოლოფონი და დაიწყო მოგზაურობა ძველი საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქებში.უკვე ასაკოვანმა კი იმოგზაურა იტალიის სამხრეთით.საბოლოოდ კი ელეაში დამკვიდრდა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ ქსენოფანე კოლოფონელი მიიჩნევა “ელიური სკოლის” ფუძემდებლად და ერთ-ერთი იმ უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსის პარმენიდეს (ძვ.წ.აღ-ით 540 ან 520-450 წლები) მასწავლებლად,რომელსაც მოიხსენიებდნენ,როგორც “პირველი ელაიელებს შორის სრული გონებით”.არისტოტელეს ნაშრომებიდან ვგებულობთ,რომ ქსენოფანე ელაიელთაგან განსხვავებით დიდ ინტერესს არ იჩენდა “ონტოლოგიის” მიმართ (მეცნიერება ყოფიერების ანუ არსებობის,არსის,სტრუქტურისა და კანონზომიერების შესახებ).მისი ინტერესის სფეროს,ძირითადად წარმოადგენდა “თეოლოგია” და “კოსმოლოგია”.უპირატესობას ანიჭებდა იმ სიბრძნესა და ფილოსოფიას,რომელიც დამყარებული იყო თავისუფალ სულიერ გრძნობებზე.იგი გახლდათ ადრეული წარმომადგენელი ძველბერძნული თავისუფალი აზროვნებისა რელიგიის შესახებ და გამოდიოდა კრიტიკით “მრავალღმერთიანობის” წინააღმდეგ,რაც დამკვიდრებული გახლდათ ძველ საბერნეთში. (ავტორი გენია.ჯი) ასევე კრიტიკით გამოდიოდა იმ პოეტებისა და მწერლების მიმართ,ვისაც ღმერთები ოლიმპზე აჰყავდა თავისი შემოქმედებით.ქსენოფანეს აზრით მოთოლოგია გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის წარმოსახვის შედეგი და მას რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა.ქსენოფანეს შემოქმედებიდან დღემდე შემორჩა ფრაგმენტები სატირული ჟანრის ნაწარმოებისა – “ძალა”,რომელიც საერთო ჯამში ხუთ წიგნს მოიცავდა.კრიტიკა მიმართული იყო ყველა იმ პოეტისა და ფილოსოფოსის მიმართ (განსაკუთრებით კი ჰომეროსის და ჰესიოდეს),რომლებიც ანთროპომორფული ღმერთების არსებობას სინამდვილედ მიიჩნევდნენ.ქსენოფონე კოლოფონელი გარდაიცვალა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 485/490 წლებში.მისმა ფილოსოფიურმა ხედვებმა კი სათავე დაუდო “ელიური ფილოსოფიური სკოლის” დაარსებას. (ავტორი გენია.ჯი)