“ლუნ იუი”
“ლუნ იუი” - ითარგმნება,როგორც “საუბრები და მსჯელობები”.იგი წარმოადგენს “დაო დე ძინთან”და “ი-ძინთან” ერთად ყველაზე ცნობილ ტექსტებს (წიგნს) შორეული აღმოსავლეთისა.თავის დროზე “ლუნ იუი” – “კონფუციანელთა” ერთ-ერთ მთავარ სახელმძღვანელოდაც განიხილებოდა.შედგენილი იქნა კონფუცის ფილოსოფიის მიმდევართა მიერ,მოკლე შენიშვნებით.”ლუნ იუიში” დაფიქსირებულია კონფუცის დიალოგები მოსწავლეებთან.გარდა ამისა მოყვანილია მისი მოქმედებები და გამოთქმები.ტექსტი შედგენილია ძველ ჩინურ ენაზე და შედგება ოცი თავისაგან. (ავტორი გენია.ჯი) წიგნის შედგენა დაიწყო კონფუცის გარდაცვალების შემდეგ (ძვ.წ.აღ-ით 479 წელი),იმ პერიოდში,რომელსაც ჩინეთის ისტორიაში მოიხსენიებენ,როგორც – “პერიოდი ჩუნციუ”,იგივე “გაზაფხულის და შემოდგომის პერიოდი” (ამ პერიოდად ჩინეთის ისტორიაში მოიხსენიებდნენ ძვ.წ.აღ-ით 722 – ძვ.წ.აღ-ით 481 წლებს).”ლუნ იუს” დაწერა სწორედ ამ ეპოქის დასასრულს დაიწყო და დაახლოებით 30 წლიდან 50 წლამდე გაგრძელდა.როგორც ერთ-ერთი უნიკალური და ძვირფასი ლიტერატურული ძეგლი “ლუნ იუი” გახლდათ ნაწილი “კონფუძიანიზმის” – “ოთხწიგნიანისა” (რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც “სი-შუ”) და იგი შედგენილ იქნა ჩჟუ-სის მიერ XII საუკუნეში,სადაც ავტორმა შეკრიბა კონფუცისა და მის მიმდევართა მიერ შექმნილი (დაწერილი) ნაშრომები.აღსანიშნავია,რომ “ლუნ იუი”-ის წიგნმა,არა მარტო კონფუციანელთა ხედვებზე იქონია დიდი გავლენა,არამედ შემდგომ ეპოქებშიც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩინურ კლასიკურ საგანმანათლებლო სისტემაზეც. (ავტორი გენია.ჯი)