ჯანსუღ ჩარკვიანი – “მფარველი”

ემალები მზეს ნიყვივით,

სიტყვა გიჭრის სამრევლოდ,

ჰეი,ჰეი,შენ გიყივი,

ცუდი კაცის მფარველო.

ის,ვინც თავზე გვაყრის ნაგავს

და ვინც გადაგვიარა,

კი,ბატონო,გყავდეს,მაგრამ

მეცხრე ცაზე კი არა.

კი,ბატონო,გყავდეს,მაგრამ

კაიკაცად ნუ დასვამ,

ნუ გაიხდი ამხანაგად

ახვარსა და მურდალსა.

ნუ დაარქმევ მღებავს მხატვარს

და უწიგნურს მეცნიერს,

ვეფხვსაც ნუ დაარქმეც კატას,

ეშმაკს მამაზეციერს.

ამასა გთხოვ,დაჩოქილი,

შეგთხოვ,კაცის ძალასა,

ღვთინიერს ნუ ამჯობინებ

ვიღაც ნაძირალასა.