ალექსანდრე მაკედონელი და არისტობულოსი – (ეპიზოდი)
ალექსანდრე მაკედონელის (ძვ.წ.აღ-ით 356-323 წლები) – დამოკიდებულება მლიქვნელთა და ზოგადად მლიქვნელობის მიმართ,საყოველთაოდ ცნობილია.ისტორიას შემორჩა ერთი ისეთი თვალნათელი ფაქტი,”მსოფლიოს მპყრობელის” ბიოგრაფიიდან,სადაც კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება,ყოველგვარი მლიქვნელობისადმი: არისტობულოსი (ძვ.წ.აღ-ით 380-290 წლები),წარმოადგენდა მაკედონელის იმ ერთ-ერთ დიადოქოსს (სარდალი) და ისტორიკოსს,რომლის მიერ დაწერილი მემუარები,ალექსანდრეს ლაშქრობების შესახებ,ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროდ რომ არის მიჩნეული დღემდე.არისტობულოსი გონიერი ადამიანი და “ფრთხილი” მწერალიც გახლდათ,ისევე,როგორც იმ ეპოქის სხვა ავტორები.როგორც ამბობენ,სწორედ ამან აცოცხლა იგი ღრმა სიბერემდე. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,მიუხედავად მისი სიფრთხილისა,ერთი უსიამოვნება მაკედონელთან მაინც მოუხდა.არისტობულოსმა წინასწარი შეთანხმების შესაბამისად,ალქსანდრესა და პოროსის ბრძოლის შესახებ მოგონება დაწერა.მეფის თხოვნით,ნაწყვეტი წაიკითხა და ეგონა ამით,მას გაახარებდა და ასიამოვნებდა.მან ხომ მისი გმირობანი ფერადოვანი სურათებით აღწერა.ალექსანდრემ მოუსმინა მონათხრობს,შემდეგ წიგნი ხელიდან გამოართვა და არისტობულოსისა და სხვა დამსწრეთათვის მოულოდნელად,მთელი ძალით მდინარე ჰიდაპესში გადაუძახა.გაოგნებულ ავტორს კი მიუგო:
“კარგი იქნებოდა,შენც უკან მიჰყოლოდი,არისტობულოს! შენ ჩემ მაგივრად იგებ ბრძოლებს და სპილოებსაც ისრის ერთი გასროლით ხოცავ!” (ავტორი გენია.ჯი)