მსოფლიოში ყველაზე მოკლე ანბანის მქონე – “როტოკასის ენა”
“როტოკასის ენა” - ინგლისურ ენაზე ”Rotokas language”,წარმოადგენს აღმოსავლეთპაპუასური ჯგუფის ფალუმს – (მაკროოჯახური ენა),რომელიც საერთო ჯამში პაპუასურ ენათა ოჯახს განეკუთვნება.აღნიშნულ ენაზე,წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულის – ბუგენვილის (პაპუა-ახალი გვინეა) 4000-მდე ადამიანი მეტყველებს. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “როტოკასის ენა” შეიცავს,მსოფლიოში ყველაზე პატარა ფონემურ ინვენტარსა და მოკლე ანბანს.მისი ანბანი სულ 12 ლათინიზირებული ასო-ბგერისაგან შედგება: A E G I K O R S T U V.გარდა იმისა,რომ “როტოკასის ანბანი” ყველაზე მცირე რაოდენობის ასო-ბგერებისაგან შედგება,მასში ასევე,მსოფლიოში ყველაზე მცირე რაოდენობის თანხმოვანიცაა.ცნობილია ისიც,რომ მიუხედავად ანბანის მცირე რაოდენობის ასო-ბგერებისა,იგი სამი დიალექტის შემცველიცაა: ცენტრალური,აიტა და ფიფიფაია.