“ტიბეტელი ბავშვების აღზრდის წესები”
ტიბეტის პლატოზე მდებარე,საყოველთაოდ ცნობილ – ტიბეტის ისტორიულ რეგიონში,ისევე,როგორც მსოფლიოს სხვა დანარჩენ ნაწილში,ბავშვების აღზრდის თავისებური წესები მოქმედებს.ალბათ,ჩემო მკითხველო,ინტერესმოკლებული არ იქნება,გავეცნოთ,ამ უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ხალხის,ბავშვთა აღზრდის,უჩვეულო და თავისებურ წესებს. (ავტორი გენია.ჯი) ტიბეტელები ბავშვების აღზრდას,ოთხ პერიოდად ყოფენ:
1. პირველი პერიოდი 5 წლამდე ბავშვების აღზრდას მოიცავს.მათი აზრით,ამ ასაკში ბავშვებს,ისე უნდა მოექცე,როგორც – “მეფეებს”.მათთვის არ შეიძლება რაიმეს აკრძალვა,გარდა იმისა,რაც მათ საფრთხეს უქმნის.ამასთანავე არ შეიძლება,როგორც სიტყვიერი შეურაცყოფის მიყენება,ასევე ფიზიკური დასჯა.ამავე ასაკიდან ისინი ბავშვებს შთაუნერგავენ სიცოცხლის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულსა და ინტერესს.
2. მეორე პერიოდი მოიცავს 5 წლიდან 10 წლამდე ბავშვების აღზრდას.ტიბეტელთა აზრით,ამ ასაკში ბავშვებს უნდა მოეპყრა ისე,როგორც – “მონებს”.მათ წინაშე უნდა დასვა დავალება,რომელიც ყოველ მიზეზ გარეშე უნდა შეასრულონ.დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლებელია,მხოლოდ სიტყვიერი დატუქსვა და არავითარ შემთხვევაში ფიზიკური დასჯა.ამ ასაკში,განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვისათვის ინტელექტის შეძენას,რადგან სწორედ ეს პერიოდი გახლავთ მათთვის ინტელექტის განვითარების ყველაზე აქტიური ფაზა.უნდა შეეძლოთ ადამიანების რეაქციის განსაზღვრა,მათ მიერ ჩადენილ ამა თუ იმ საქციელზე.ტიბეტელთა რეკომენდაციით,ამ პერიოდში უმჯობესია,ბავშვები ძალიან არ გადავტვირთოთ გონებრივათ და გამოვიჩინოთ ზომიერება. (ავტორი გენია.ჯი)
3. მესამე პერიოდი მოიცავს 10 წლიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს.ამ დროს ტიბეტელთა აზრით,მათ უნდა მოვექცეთ ისე,როგორც – “თანასწორ-თანაბარუფლებიანებს”.ამ პერიოდში უკვე მოზარდებთან შესაძლოა სერიოზული საკითხების განხილვა.გარდა ამისა,აჩვევენ დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის საჭირო,აუცილებელ ელემენტებს.მიუთითებენ იმას,რაც არ არის მისაღები და აქცენტს უსვამენ,შესაძლო ცუდი საქციელიდან მომდინარე ნეგატიურ შედეგებს.
4. მეოთხე პერიოდი ეხება 15 წლის მოზარდებს,რომელთა აღზრდაც უკვე შეუძლებელია და გრჩებათ ერთადერთი საშუალება,იხილოთ საკუთარი შრომის შედეგი ბავშვის აღზრდისა. (ავტორი გენია.ჯი)