თენგიზ ბეგლარიშვილი – “კაცი მწამს წრფელი,გულახდილი”
მტერთან,
მოყვასთან
ერთნაირი არა მწამს კაცი.
ვინც გულს არ უყვარს,
მის წინაშე შუბლიც მაქვს მკაცრი.
***
მტერი ვარ – მტერმა არ იცოდეს?
ეს არ მოხდება!
გზად შემეყრება,
ცივი მზერა გულზე მოხვდება.
***
ვერ ავუჟღერებ
ავს და კეთილს ერთ ხმაზე სიმებს.
მოყვასს ეკუთვნის,
ტუჩს ღიმილი რომ მიციმციმებს.
***
არა მწამს კაცი,
ფიქრს,ზრახვას რომ
ვერვინ გაუგებს,
არა,ასეთ კაცს
ჩემი გული კარს ვერ გაუღებს.
***
კაცი მწამს წრფელი,
გულახდილი,
ქველი,
ნათელი,
თუნდ რუსი იყოს,
თუნდ თათარი
და თუნდ ქართველი!
***
რომ არ ვთქვა,რა ვქნა,
გადმოხეთა სიტყვამ ნაპირი:
დავბადებულვარ
გულახდილი და პირდაპირი
და ეს,არ ვიცი,
დამღუპავს თუ მთლად ამაშენებს…
ერთი კი ვიცი:
ეს ის არის,
კაცს რომ ამშვენებს!