ლჰასას პირველი სურათის “საოცარი ისტორია”
ლჰასა – რომელიც ტიბეტურ ენაზე – “ღმერთების ადგილს” აღნიშნავს,ტიბეტის ის ისტორიული დედაქალაქია,რომელიც ამჟამად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის.მის დაარსებას ტიბეტის პირველი სახელმწიფოს დამაარსებელს – სრონძანგამბოს მიაწერენ,რომელმაც დედაქალაქი იარლუნგის ხეობიდან,VII საუკუნის მეორე ნახევარში ლჰასაში გადმოიტანა. (ავტორი გენია.ჯი) ქალაქი დიდი ისტორიის მატარებელია,თუმცა ამჯერად მისი ისტორიის მხოლოდ ერთ ეტაპზე გავამახვილებ მკითხველო თქვენს ყურადღებას.როგორც ცნობილია,ერთი პერიოდის მანძილზე ტიბეტის მთებში განლაგებულ ლჰასაში,უცხოელის შესვლა სასტიკად აკრძალული იყო.გარდა ამისა,სიკვდილით ისჯებოდა მისი ფოტოზე აღბეჭდვაც კი.მიუხედავად უამრავი თავგადასავლების მაძიებლებისა,ვერავინ შეძლო და გაბედა ლჰასა ფოტოზე აღებეჭდა.თუმცა,მოგვიანებით გამოჩნდა ორი ახალგაზრდა “თავზეხელაღებული” მოგზაური რუსეთიდან – გომბოჟაკ ციბიკოვი (ბურიატი) და ოვშე ნორზუნოვი (კალმიკი),რომელთაც ბუდისტი ბერების სამოსით შემოსილებმა,ლჰასაში შესვლა მოახერხეს,რა დროსაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ლჰასაში მდებარე “პოტალას სასახლე” ფოტოზე აღბეჭდეს.ლჰასას პირველი ფოტოები,დიდი წვალების შემდეგ ავტორებმა რუსეთში ჩაიტანეს.სურათები თავდაპირველად სანკტ-პეტერბურგისა და პარიზის ჟურნალებში გამოჩნდა,რამაც იმთავითვე უდიდესი სენსაცია გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) 1905 წელს,ერთ-ერთმა ნაკლებად ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა,რომელიც გაბანკროტების ზღვარზე იმყოფებოდა,გადაწყვიტა ტიბეტის შესახებ დაებეჭდა ინფორმაცია.თუმცა იმის გამო,რომ ჟურნალს ფული არ გააჩნდა,მათ გომბაჟ ციბიკოვისა და ოვშე ნორზუნოვის მიერ გადაღებული ლჰასას პირველი სურათების ყიდვა არ შეეძლო.მაგრამ მოახერხა სრულიად უსასყიდლოდ მიეღო ისინი. (ავტორი გენია.ჯი) სურათების მიღებისთანავე,ჟურნალმა “დახურული ქალაქის” – ლჰასას ფოტოები გამოაქვეყნა,მცირე კომენტარებით.აღნიშნულმა სტატიამ კი უდიდესი ფურორი მოახდინა ამერიკულ საზოგადოებაში.შესაბამისად ამ ფაქტმა ჟურნალი ერთობ პოპულარულადაც აქცია და მას თავისი საფირმო სტილის დამკვიდრებაშიც დიდად შეუწყო ხელი.გაბანკროტების წინაშე მდგარი ჟურნალი კი,რომელსაც ახალი “სიცოცხლე” შთაბერა ლჰასას პირველმა ფოტოებმა,გახლდათ 1888 წლის 27 იანვარს ვასინგტონში დაარსებული,დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და ტირაჟირებადი ჟურნალი – National Geographic. (ავტორი გენია.ჯი)