უილიამ სიუარდ ბეროუზის გამაოგნებელი საქციელი…
ცნობილი ამერიკელი ავანგარდისტი მწერალი-ნოველისტი,ესეების ავტორი და ჟურნალისტი - უილიამ სიუარდ ბეროუზი (1914-1997 წლები),თავისი არაორდინალური პირადი ცხოვრების გამო,ხშირად სკანდალებში ეხვეოდა.გარდა ამისა,აწუხებდა ფსიქიკური აშლილობა,რის გამოც,გარკვეული პერიოდის მანძილზე ჰალუცინაციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.ეს ფაქტი მას შემდეგ კიდევ უფრო თვალნათელი გახდა,რაც მან სტუმრებთან თანდასწრებით განახორციელა.ერთ დღეს,მოწვეული სტუმრების თანდასწრებით,მოისურვა რეალობაში აესახა ლეგენდარული შვეიცარიელი ეროვნული გმირის და საუკეთესო მშვილდის მსროლელის – ვილჰელმ ტელის (XIII საუკუნის დასასრული და XIV საუკუნის დასაწყისი) ცხოვრებისეული სიუჟეტი.ვილჰელმ ტელი,რომელიც არ დაემორჩილა გერმანელ გუბერნატორს,იძულებული გახადეს საკუთარი შვილის თავზე დადებული ვაშლი ისე ჩამოეღო მშვილდ-ისრი გასროლით,რომ ბავშვისთვის ზიანი არ მიეყენებინა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ისტორიული ფაქტია,რომ ვილჰელმ ტელი დიდებულად ფლობდა მშვილდით სროლის ხელოვნებას.ამ ისტორიით შთაგონებულმა უილიამმა 1956 წლის 6 სექტემბერს,გადაწყვიტა სცენა რეალობაში თავადაც აესახა და დამსწრე საზოგადოების თვალწინ,საკუთარ მეუღლეს – ჯოანა ვოლმერს (ორივე ცოლქმარი ამ პერიოდში ნარკოტიკებზე იყვნენ დამოკიდებულნი) თავზე დაადგა შამპანურით სავსე ბოკალი,რის შემდეგაც პისტოლეტის გასროლა განახორციელა.საუბედუროდ ტყვია შამპანური ბოთლს ასცდა და ჯოანა თავის არეში,მიღებული ჭრილობის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.ამ მოვლენამ მწერლის ცხოვრება საბოლოოდ აქცია ჯოჯოხეთად.მიუხედავად ამისა,სწორედ ეს ფაქტი გახდა ბეროუზისათვის,მისი ყველაზე ცნობილი რომანების – “ჯანკი” და “პიდერი”,შექმნისა.სადაც აღწერა ის ისტორიები,რაც მის პირად ცხოვრებაში მომხდარა.აღნიშნულ რომანებს კი უდიდესი წარმატება ხვდა წილად,რამაც მისი სახელი როგორც დიდი მწერლისა,ფართოდ განავრცო ლიტერატურულ წრეებსა და წიგნის მოყვარულებში. (ავტორი გენია.ჯი)