“დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ისტორია” – (ეპიზოდი)
დიდი შოტლანდიელი მწერლის,პოეტის და ინგლისური რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის – რობერტ ლუის სტივენსონის (1850-1894 წლები),მიერ დაწერილი ცნობილი ნოველა: “დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ისტორია”,რომელმაც დღის სინათლე პირველად 1886 წელს იხილა ლონდონში,საკმაოდ უცნაური ისტორიის მატარებელი ნაწარმოებია.პირველი ხელნაწერი აღნიშნული ნოველისა,განადგურებულ (დამწვარი) იქნა მწერლის მეუღლის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) ზოგიერთი ბიოგრაფის ვერსიით,სტივენსონის ცოლმა ეს იმიტომ ჩაიდინა,რომ რომანი,მისი მეუღლის მიერ დაწერილ ღირსეულ ნაწარმოებად არ მიიჩნია.თუმცა არის მეორე ვერსიაც,რომლის თანახმადაც ლუისმა ნაწარმოებში “არასწორად და არამართებულად ახსნა თემა გაორებული პიროვნებისა”,რის გამოც იგი გაანადგურა კიდეც.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ტუბერკულიოზით მძიმედ დაავადებულმა მწერალმა,ამავე შინაარსის მქონე ნოველა,სამ დღეში ხელახლა დაწერა.მალევე – “დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ისტორია”,მწერლისათვის უდიდესი პოპულარობის და დიდი ფინანსური წარმატების მომტანი აღმოჩნდა.ცნობილი ფაქტია,რომ სწორედ აღნიშნული ნოველიდან შემოსულმა დიდმა ჰონორარებმა იხსნა მისი გაღატაკებული და ვალებში ჩაფლული ოჯახი ფინანსური გაჭირვებისაგან. (ავტორი გენია.ჯი)