მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო – “თომა მოციქულის ურწმუნოება”
„თომა მოციქულის ურწმუნოება” - ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მხატვრისა და რეფორმატორის ევროპული მხატვრობისა XVII საუკუნეში - მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს (1571-1610 წლები) ის გენიალური ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა ბიბლიური სიუჟეტიდან შექმნა. სურათის სიმაღლე 107 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 146 სანტიმეტრი.შესრულებულ იქნა ზეთის საღებავით ტილოზე.სურათი დახატული გახლავთ,მაშინ როდესაც კარავაჯო მუშაობდა სან-ლუიჯი-დეი-ფრანჩეზის ტაძრის სამლოცველოს მოხატვაზე (1600-1602 წლები).კომპოზიცია ასახავს ძველრომაულ რელიეფს,სადაც გამოსახულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე და სამი ფიგურა,რომლებიც უფლის მოწაფეები გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) კარავაჯომ სურათზე ის ცნობილი ბიბლიური სიუჟეტი ასახა,სადაც ქრისტეს თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი – წმინდა თომა მოციქული (გამოირჩეოდა სკეპტიციზმით),რომელსაც ვერ დაეჯერებინა უფლის ხორციელად აღდგომა,დასარწმუნებლად იესოს ჭრილობას ხელით შეეხო.სურათის უკანა ფონი მხატვარმა ყოველგვარი ფორმების გარეშე გამოსახა.ტილომ,იმთავითვე უდიდესი მოწონება დაიმსახურა,რასაც მოწმობს გერმანელი მხატვრის – იოაჰიმ ფონ ზანდრატის (უფროსი),ბელორის,მალვაზიასა და სკანელის გადმოცემები სურათის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) კარავაჯოს უკვდავი ქმნილება – “თომა მოციქულის ურწმუნოება”,შეიძინა ცნობილმა რომაელმა არისტოკრატმა და ვატიკანის ბანკირმა – ვიჩენცო ჯუსტინიანმა (1564-1637 წლები),თავისი შესანიშნავი ხელოვნების გალერეისთვის.აღსანიშნავია,რომ კარავაჯომ თავად შექმნა აღნიშნული ტილოს ასლი.როგორც ავღნიშნეთ სურათმა უდიდესი,მოწონება დაიმსახურა,რის გამოც არაერთმა მხატვარმა მისი ასლები შეჰქმნა.სურათის განსაკუთრებით ბევრი ასლი XVII საუკუნეში შეიქმნა.1816 წელს ჯუსტინიანის უნიკალური კოლექცია გაყიდულ იქნა.შესაბამისად,გაიყიდა კარავაჯოს გენიალური ქმნილებაც.იგი შეძენილ იქნა პოსტდამის სან-სუსის სასახლისათვის (გერმანია),სადაც დღევანდელ დღემდეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)