სვაზილენდი

სვაზილენდი” - “სვაზილენდის სამეფო”,გახლავთ პატარა ქვეყანა,რომელიც მდებარეობს აფრიკის კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.ქვეყნის სამხრეთით,სამხრეთ აღმოსავლეთით,დასავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა,რომელთან საზღვარი 430 კილომეტრს შეადგენს,ხოლო აღმოსავლეთით ესაზღვრება მოზამბიკი (საზღვრის სიგრძე 105 კილომეტრი).ქვეყნის დედაქალაქი გახლავთ მბანანე (95 ათასი მაცხოვრებლით).სვაზილენდის სამეფოს სრული მოსახლეობის რაოდენოდა შეადგენს 1,185,000 მაცხოვრებელს,რაც ანალოგიური მაჩვენებლით სხვა ქვეყნებთან მიმართებაში 154-ე ადგილზე აყენებს.ქვეყნის საერთო ფართობი გახლავთ 17,363 კვადრატული კილკომეტრია,რაც სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან 153-ე ადგილზე აყენებს.ოფიციალური ენები სვაზილენდია ინგლისური და სვაზის ენებია.ქვეყნის ვალუტა – სვაზილენდური ლილანგერია.მოსახლეობის 40% სინკრეტიზმის რელიგიის მატარებელია,რომელიც დამყარებულია ქრისტიანული რელიგიისა და ადგილობრივი კულტების ბაზაზე.20% კათოლიკეა,10% მუსულმანი და სხვა რელიგიის მატარებლები.სახელმწიფოს მეთაური “სვაზილენდის მეფეა”,რომლის ხელშიცაა საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები.ამასთანავე იგი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს და რამდენიმე წარმომადგენელს პარლამენტის სხვადასხვა პალატებში.ქვეყნის უმთავრესი საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი პარლამენტია,რომელიც შედგება “ეროვნული კრების” 65 პარლამენტარისაგან და “სენატისაგან”,რომელში 30 პარლამენტარი ირიცხება.პარლამენტართა საკანონმდებლო მოღვაწეობის ვადა ხუთი წლით განისაზღვრება.აღსანიშნავია,რომ რეალური საკანონმდებლო ხელისუფლება სრულიად პარლამენტის ხელშია.პირველი ადგილობრივი არჩევნები ქვეყანაში გაიმართა 1964 წელს,მაშინ როდესაც იგი ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია გახლდათ.თუმცა 1968 წელს ქვეყანამ ოფიციალურად მოიპოვა დამოუკიდებლობა.ადმინისტრაციულად ქვეყანა ოთხ ოლქად იყოფა და იგი მდებარეობს ველდის პლატოზე.ქვეყნის უმაღლესი წერტილი ემლემბეს მთაა,რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1862 მეტრია.მთავარი მდინარეები სვაზილენდისა გახლავთ – უსუტსუ,კომატი და უმბელუზი.ქვეყანაში ასევე არის რამდენიმე დაბლობი (ვაკე).მცენარეული საფარი სვაზილენდისა ტიპიური სავანური გახლავთ,სადაც ფართოდ არის გავრცელებული ფოკუსისა და მაგნოლიის მცენარეები.ასევე ალოეს 25-მდე სახეობა და ორქიდეას 12 სახეობა. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყანა წარმოადგენს საკმაოდ მრავალფეროვან ფაუნას,სადაც გავრცელებული არიან – ანტილოპები,ბეჰემოტები,ზებრები და სხვა ფაუნის სახეობები.მდინარეებში კი გავრცელებული არიან ნიანგები.ისტორიულად სვაზილენდის წინაპრები წამოსული უნდა იყვნენ აფრიკის კონტინენტის ცენტრალური ნაწილიდან შუა საუკუნეებში.აღსანიშნავია,რომ თავიდან ეს ხალხი ცხოვრობდა ინდოეთის სანაპიროზე,თუმცა სხვადასხვა ტომების მიერ შევიწროვებულები,საბოლოოდ სვაზილენდის დღევანდელ ტერიტორიაზე დასახლდნენ.მათ უამრავი ბრძოლები აქვთ გადახდილი სხვადასხვა ტომებთან,მათ შორის ზულუს ცნობილ ტომებთან.1836 წელს მათ მოიპოვეს ზულუს ხალხზე გამარჯვება და საბოლოოდ ჩამოყალიბდა სახელმწიფო “სვაზი”.ამ ქვეყნის გაერთიანებაში და ტერიტორიების შემოერთებაში უდიდესი როლი ითამაშა სვაზის მეფემ – მსტავ I-მა. (ავტორი გენია.ჯი) შემდგომში კი ქვეყანას სვაზილენდი ეწოდა.XIX საუკუნეში ქვეყანაში გამოჩნდნენ ბურები,რომლებმაც შეისყიდეს მიწები და დასხლდნენ.ინგლის-ბურების ომის შემდეგ სვაზილენდი ბრიტანეთის პროტექტორატი ხდება,თუმცა მეფე და აღმასრულებელი ხელისუფლება მაინც სვაზილენდელთა ხელში იყო.საბოლოოდ ქვეყანამ 1968 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა.ექსპორტზე ქვეყანას ძირითადად გააქვს: შაქარი,მერქანი,ციტრუსები,კონსერვირებული ხილი და ასე შემდეგ.დღესდღეობით სვაზილენდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფოა და იგი ასევე გახლავთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი ქვეყანა. (ავტორი გენია.ჯი)

სვაზილენდის სამეფოს ეროვნული გერბი

სვაზილენდის სამეფოს დედაქალაქი – მბანანე

სვაზილენდის სამეფო – პოლიტიკურ რუკაზე