ფილონ ბიბლოსელი
ფილონ ბიბლოსელი - დაიბადა ახ.წ.აღ-ით 50 წელს ბიბლოსში (ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ფინიკიაში,იგივე ბიბლიური გებალი,რომელიც მდებარეობდა ლიბიაში).იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი ფინიკიელი ფილოსოფოსი და ისტორიკოსი,რომელსაც ეკუთვნის ფინიკიის რელიგიის,ისტორიისა და მათი კულტურის აღწერა.მის მიერ დაწერილ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ნაშრომის – “ფინიკიის ისტორია”,დღევანდელობამდე არ მოუღწევია,თუმცა ცნობილია,რომ იგი შედგებოდა ცხრა წიგნისაგან.ფილონ ბიბლოსელი ასევე ავტორია ნაწარმოებებისა – “ქალაქების და იმის შესახებ,თუ რა იყო შიგ შესანიშნავი” (შედგებოდა ოცდაათი წიგნისაგან),”წიგნის შერჩევა და მისი შეძენა” (დაწერილი თორმეტ წიგნად),”სინონიმების ლექსიკონი”,”ადრიანეს ბიოგრაფია” და “იუდეველთა შესახებ”.თავისი ფილოსოფიური ხედვებით ფილონი გახლდათ ევჰემერისტი,რომელიც თვლიდა რომ მითოლოგიებში რეალური ისტორიული ფაქტები იყო აღწერილი და მასში მოყვანილი მეფეები,თუ სხვა ისტორიული გმირები ნამდვილად არსებული პერსონაჟები იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) იგი განარჩევდა ღმერთებს,როგორც უკვდავებსა და მოკვდავებს,რომლელთა ნაწილს ღვთიურს უწოდებდა,ხოლო ნაწილს კი გაღმერთებულ ადამიანებს.როგორც ბიზანტიური “ენციკლოპედიური ლექსიკონი” X საუკუნისა “სვიდა” ირწმუნება,ფილონ ბიბლოსელი დაიბადა დაახლოებით ნერონის პერიოდში და იცხოვრა ხანგრძლივ სიბერემდე.ფილონ ბიბლოსელი გარდაიცვალა დაახლოებით ახ.წ.აღ-ით 138 წლის შემდეგ პერიოდში.მან უდიდესი როლი ითამაშა ფინიკიელთა ისტორიის,რელიგიისა და კულტურის ჩვენამდე მოღწევაში,რითაც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მეცნიერების ამ დარგის,როგორც ერთ-ერთმა დიდმა ისტორიკოსმა. (ავტორი გენია.ჯი)