“ჰოლბერგის პრემია”

“ჰოლბერგის პრემია” - გახლავთ უდიდესი ნორვეგიული წარმომავლობის მქონე დანიელი მწერლის ლუდვიგ ჰოლბერგის (1684-1754 წლები) ხსოვნის უკდავსამყოფად დაარსებული პრემია.იგი დაარსებულ იქნა 2003 წელს,მაშინ როდესაც დაარსებულ იქნა “აბელის პრემია” 2002 წელს (გადაეცემა თანამედროვეობის უდიდიდესს მათემატიკოსებს),ნორვეგიული სახელმწიფოს მიერ. (ავტორი გენია.ჯი) “ჰოლბერტის პრემია” გადაეცემა თანამედროვე სამყაროს,ჰუმანიტარული მეცნიერებების საუკეთესო სწავლულებს,რომელთაც არჩევს სპეციალურად შექმნილი ოთხ კაციანი მეცნიერთა ჟიური.ჟიურის წევრებს შორის სამი ნორვეგიელია,ხოლო ერთი დანიელი მეცნიერი. (ავტორი გენია.ჯი) პრემია გადაეცემა ნებისმიერი ეროვნების ჰუმანიტარული მეცნიერების საუკეთესო სწავლულს.პრემიასთან ერთად,ისინი ჯილდოვდებიან ფულადი ჯილდოთიც (4,5 მილიონი კრონის ოდენობით).ამ პრესტიჟული პრემიის პირველი ლაურეატები გახლდათ ბულგარელი მეცნიერი ქალი და ფრანგული ლიტერატურისა და ენის მკვლევარი – იულია კრისტევა,რომელსაც პრემია გადაეცა 2004 წელს და ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი და ფილოლოგი იურგენ ჰამბერასი,რომელსაც პრემია გადაეცა 2005 წელს.”ჰოლბერგის პრემიის ლაურეატები ზემოთ აღნიშნული მეცნიერების გარდა არიან: შმუელ ნოი ეიზენშტადტი,რონალდ დვორკინი,ფრედერიკ ჯეიმისონი და სხვა ცნობილი მეცნიერები.აღნიშნული პრემია კი უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს სამეცნიერო სამყაროს წარმომადგენლებში. (ავტორი გენია.ჯი)