“პროკრუსტე” – (პროკრუსტეს სარეცელი)
“პროკრუსტე” - ძველბერძნულ ენაზე აღნიშნავს – “გამჭიმავს”.იგი გახლდათ ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით “დამნაშავე”,რომელსაც ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც “დამასტი” ან “პოლიპემონი”.განსაკუთრებული ძალის მქონე პროკრუსტე,მეგაროისა და ათენის გზებზე ხვდებოდა მგზავრებს,რომლებიც მოტყუებით მიჰყავდა საკუთარ სახლში.ბინაში კი სპეციალურად დამზადებული საწამებელი სარეცელი ედგა.დანის მუქარით მოტყუებულ მგზავრებს აბამდა ამავე სარეცელზე და იმათთვის ვისთვისაც ეს საწოლი პატარა (მოკლე) იყო,ფეხებს აჭრიდა,ხოლო ვისთვისაც გრძელი გახლდათ საწოლი,მათ ისე უჭიმავდა ფეხებს,რომ ისინი საწოლის სიგრძის ტოლი გაეხადა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული სარეცელი,გახლდათ მითოლოგიურად,ყველაზე საშინელი ტკივილებისა და ტანჯვის მატარებელი საშუალება,რომელსაც მოგვიანებით კაცობრიობამ “პროკრუსტეს სარეცელი” უწოდა.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ამ სარეცელზე თავად “პროკრუსტესაც” მოუწია დაწოლა.ძველბერძნული მითოლოგიური გმირი – თესეი,რომელიც გახლდათ ათენის მე-11 მეფის ეგევსის და დედოფალ ეთრას ვაჟი,დაამარცხა საკმაოდ დიდი ძალის მქონე პროკრუსტე და მოექცა მას ისევე,როგორც თავად ექცეოდა უდანაშაულო ადამიანებს.ტესეიმ პროკრუსტეს მოჰკვეთა ფეხები და ტყვედ წაასხა.პირველად პროკრუსტეს შესახებ ცნობები შემოგვინახა დიდმა ძველბერძენმა ისტორიკოსმა – დიოდორე სიცილიელმა (ჩვ.წ.აღ-მდე I საუკუნე).”პროკრუსტეს სარეცელი”,თანამედროვე სამყაროში ერთგვარ ფრთიან ფრაზად იქცა,რომელიც სადიზმისა და წამების სიმბოლოდ აღინიშნება.საუბედუროდ,კაცობრიობის ისტორიაში არაერთხელ დაფიქსირებულა,ადამიანთა ერთ-ერთ საწამებელ საშუალებად – “პროკრუსტეს სარეცელი”. (ავტორი გენია.ჯი)