ილია ჭავჭავაძე – გაბრიელ ქიქოძის შესახებ…
“სიბრძნესთან ერთად ორი სიკეთე კიდევ ჰქონდა მომადლებული ღვთისაგან.ერთი ისა,რომ იგი იყო შვილი,სისხლი და ხორცი ამა ერისა, და მაშასადამე,იცოდა რა ტკივილით იმტკივნეულოს,რა სიხარულით ინუგეშოს და მეორე ისა,რომ მოციქულობდა ჩვენის სამშობლო სიტყვითა,იმ ენითა,რომლითაც დღესაც ვადიდებთ ღმერთსა,ვპატრონობთ ქვეყანასა და სულსა და გულს ვაწვდით ერთმანეთსა საუკუნიდამ საუკუნემდე.ღმერთმაც ვერ გაგზავნა მოციქულები სხვა ქვეყნად,ვიდრე არ მოუვლინა ცოდნა იმ ქვეყნის ენისაო,ამბობდა განსვენებული და ამიტომაც იგი ქრისტეს ჯვრით ხელში თავგამეტებით იდგა ერის მწედ და მფარველად.
დიდხანს,დიდხანს იქნებიან საქმენი მისნი ჩვენდა საოხად,სიტყვანი მისნი ჩვენდა ანდერძად და სახელის ხსენება მისი ჩვენდა საწვრთნელად”. (ავტორი გენია.ჯი)