დიმიტრი ყიფიანის წერილი – გრიგოლ ორბელიანს…
“ქალაქში ხმა დაუგდიათ,ყიფიანი პეტერბურგში რჩებაო,ამა და ამ ადგილს აძლევენ და ცოლ-შვილსაც იბარებსო.სხვამ იქნება არა,მაგრამ თქვენ,მგონია,ადვილად დამიჯეროთ,რომ ჩემს სამშობლო-ქვეყნის მიწა-წყალი… ჩვეულება,ზნეობა,ზრდილობა,ათასნაირი სხვადასხვა თვისება,რომელსაც კაცი ვერსადა ჰპოვებს,თუ არა შინა,ყოველივე ეს ისე ძვირფასად რადმე მიმაჩნია,რომ ვისაც კი ცოტაოდენი გრძნობა შეჰრჩენია,კაცმა თავისის ნებით არასოდეს არ უნდა განუტევოს,თუ ძალით არ განატევებინეს.ღვთის გულისათვის,რას დამახარბებენ აქ ისეთსა,რომ ამაში გამაცვლევინონ… მე ძველი კაცი ვარ და ღვთის სასოება ისე არს ჩემს გულში დამკვიდრებული,რომ მისი შერყევა ვერც ერთმა ახალმა იდეამ ვერ შეძლო.ისევ გუთანს მოუდგები,ნაბადს მოვისხამ და ჩემს ქვეყანას კი აგრე ადვილად ვერ მოვჰსცილდები”… (ავტორი გენია.ჯი)