შიო არაგვისპირელის მოგონებებიდან…
“დიდი ვაება განვიცადე,როდესაც სემინარია გავათავე და ცხოვრების წინ დავდეგ,არაფრისთვის მომზადებული.თითქოს მღვდლად უნდა წავსულიყავი,მაგრამ როგორ,როდესაც სრულიად შიშველი მყვეს,მამის გადმოცემაც კი წამართვეს და ეხლა მღვდლად?! რა მღვდელი უნდა ვყოფილიყავი,როდესაც ნატამალი რწმენისა აღარა დამრჩენოდა.ცხრა თვე ვიყავი მარტოობაში.მხოლოდ ათ მცნებასავით კედელზედ გაკრული ტუსაღების მოვალეობის ათი მუხლი მეჩხირებოდა თვალებში.ამ მცნებაში კი პიროვნება ნომრად იყო გადაქცეული”… (ავტორი გენია.ჯი)